😘უცნაური გრძნობა😘

2.1K 120 25
                                    

15 წუთის ლოდინის შემდეგ როგორც იქნა ცოტნე ჩამოვიდა ქვევით და დივანზე გვერდით მომიჯდა, მე თვალს ვარიდებდი არ მინდოდა მისი ირონიული ღიმილის დანახვა რომელიც სახეზე დასთამაშებდა, ტელეფონი ავიღე და სოციალურ ქსელდი დავიწყე ძრომიალი, უცებ ცოტნემ ტელეფონი ხელიდან ამაცალა და მაიძულა შემეხედა

-რა?-ვთქვი მომაბეზრებლად

-მეც აქ ვარ -აიი როგორც უკვე ვთქვი ის ირონიით გაჟღენთილი ღიმილი რის შედეგადაც ლოყაზე საყვარელი ღრმულები უჩნდება

-და რაა მერე?-თვალები ავატრიალე

-იქნებ გვესაუბრა- ეს იყო თითქოს ბრძანება, თითქოს თხოვნა ნუ ვერ გავარკვიე ზუსტად როგორი ტონით მითხრა

-იყოს არ მინდა -ვთქვი და იქითკენ გავიწიე სადაც თავის ხელში მომწყვდეული ტელეფონი ეკავა, ართმევა ვცადე თუმცა უშედეგოდ, რასაც მისი ხმამაღალი სიცილი მოჰყვა

-კარგი, გეყოს! რატომ იქცევი როგორც ბავშვი?-ისევ გავიწიე მაგრამ ახლა ფეხზე წამოდგა, უნამუსო ტელეფონი ძალიან მაღლა ასწია, იმ სიმაღლე რომელზედაც დიდხანს რომ მეცადა მაინც ვერ ავწვდებოდი, ისედაც ხომ შხვართია და ახლა საერთოდ, მე მაინც არ ვნებდებოდი, დივანზე დავდექი და ახლა უკვე ისე ვცადე გამორთმევა მაგრამ ისევ არაფერი, ენერგია გამოცლილმა და გაბრაზებულმა სამზარეულოში გავედი, ცოტნეც უკან გამომყვა

-ტელეფონი დამიბრუნე! - ვთქვი მკაცრად

-დაგიბრუნებ ერთი პირობით-მითხრა ეშმაკურად

-ჩემს სახლში ხარ ხომ არ დაგავიწყდა?- ვთქვი უფრო ეშამაკურად

- ხო კარგი ხო! შენ ხომ ადამიანი ვერაფერს ვერ გეტყვის- თქვა გაბრაზებულმა და ტელეფონი სამზარეულოს მაგიდაზე დადო და მისაღებში გავიდა, ტელეფონისთვის რომლის დასაბრუნებლად მთელი 15 წუთია ვიბრძვი ყურადღებას არ ვაქცევ და ცოტნეს მივყვები, რომელიც აშკარად ნაწყენია, ვიცი რომ ეს მოწყენილობაა ,, თამაშია" მაგრამ კარგი იყოს ეგრე

Wicked Game 🥀 Where stories live. Discover now