უკანასკნელი კოცნა🥀

1.6K 112 20
                                    

-მეგონა ყველაფერი სხვანაირად იყო - ჩემი გულახდილი საუბრის შემდეგ უბრალოდ ვზივარ და სამეგობრობს ვუყურებ

-საშინელი წინათგრძნობა მქონდა და გითხარით კიდეც რომ მათგან თავი შორს უნდა დაგეჭირათ, მაგრამ ვინ მომისმინა- თვალები აატრიალა, ნეტავ ლინდასთვის მომესმინა

-საბოლოოდ გადაწყვიტე? მართლა მიდიხარ?- ეზოში მინდორზე გავიშხვართე და თვალები დავხუჭე, ეს უკვე ჩვევად მექცა, ფიქრებით სხვაგან წასვლა

-საბოლოოდ გადავწყვიტე, მართლა მივდივარ - გვერდით ლინდა მიწვება და მეხუტება

- და ცოტნე? მას არ ეტყვი?- უნდა ვუთხრა?

-ვფიქრობ ახლა ის ზედმეტადაა დაკავებული საკუთარი ოჯახის რეპუტაციის გადარჩენით, ამიტომაც საჭიროდ არ ვთვლი- არადა როგორ მინდოდა რომ ეთქვა დავრჩენილიყავი და არ დამეტოვებინა

-მას უყვარხარ-თემო  იღიმის

-ეს არაფერს არ ცვლის -თავი გავაქნიე დანანებით, დაღლილი ვიყავი ამდენი იმედგაცრუებით ამიტომაც არ შემეძლო აქ დარჩენა

-ისე ნოესთან არ გილაპარაკია?- წამოვჯექი და ალექსას მივუბრუნდი, სალაპარაკო თემა სხვა რამეზე უნდა გადამეტანა

-არაა რატომ უნდა მელაპარაკა?- გაკვირვებულმა მკითხა

-მოგკლავს -თემო წარბებს ეშმაკურად მიწევს

-იცი მგონი (შევყოყმანდი და ბავშვივით დავიწყე საუბარი)

-არ თქვა სჯობს -თვალებს აქეთ-იქით აცეცებს, ალექსა ინტერესით კვდება

-მგონი ნოესთან სულ უცებ წამომცდა რომ მოგწონს - მივაყარე და გასაქცევად მოვემზადე, ნამდვილად მჭირდებოდა ახლა მათთან ერთად გართობა და საუბარი

-რა წამოგცდა? რა წამოგცდა?- ვიცი ეს არ უნდა გამეკეთებინა

-ბოდიში, უბრალოდ მასთან მქონდა ძალიან ბანალური საუბარი და წამომცდა -თავის გამართლებები დავიწყე და თან მის ყოველ მოძრაობას დავაკვირდი

Wicked Game 🥀 Where stories live. Discover now