,,ჩვენ მეგობრები ვიყავით"🥀

1.6K 102 14
                                    

ამდენი რამის გადატანა ბოლო ერთ თვეში, საშინელებააა, ცოტნეს ხელი მიჭირავს და თავი მის საწოლზე მიდევს, მითხრეს რომ კარგადაა და არაფერი ემუქრება, მხოლოდ ხელის მოტეხილობა მაგრამ ვერ ვჩერდები და ცრემლები გზას იკვლევენ ჩემ სახეზე

-ხომ მითხარი დაგელოდებიო?- ცრემლი მოვიწმინდე

-მთვრალი როგორ დაჯექი მანქანაზე?-ძალიან გაბრაზებული ვიყავი, უცებ ტელევიზორში ლორთქიფანიძეების ოჯახის და ლევანის ფოტოები გამოჩნდა,მაშინვე წამოვდექი და ხმას ოდნავ ავუწიე, ეს სულღა დამავიწყდა

-დღეს ერთ-ერთ სარდაფში ნარკოტიკების ვაჭრობის გამო დააკავეს ორი ყველაზე დიდი  ღვინის ფირმის მმართველები: დემეტრე ლორთქიფანიძე, ლევან გაბაშვილი და დავით ლორთქიფანიძე, არავინ იცის არის თუ არა ამ საქმეში გარეული მათი პარტნიორი: ზურა ყიფიანი, ისინი დაკითხვაზე ჰყავთ ისევე როგორც ბატონი ზურა,  დეტალებს  დაკითხვის შემდეგ გავიგებთ -ხმას ჩავუწიე და ლეოს დავურეკე

-იცოდე მამაჩემი არ უნდა გარიონ ამ საქმეში, -სიტყვის თქმა არ დავაცადე ისე მივახალე

-ზურა მათი პარტნიორია, რათქმაუნდა წაიყვანდნენ დაკითხვაზე, ყველაფერი შევამოწმე ის სუფთააა - ამოვისუნთქე, თუმცა ცოტნეს გავხედე და ჩემი თავი შემძულდა

-ცოტნე? მასზე რას იტყვი? ეს თამაში არ უნდა დამეწყო

-რადგანაც ის ლევანის შვილია, შესაბამისად მასაც დაიბარებენ, თუმცა შევამოწმე და მის სახელზე არცერთი შენობა, არცერთი ფილიალი არ არის მანამ სანამ სკოლას არ დაამთავრებს, ასე რომ საფრთხე არ ემუქრება-

-და დემეტრე? დარწმუნებული ვარ ის დაკითხვაზე ცოტნეს ჩაუშვებს-ვიცოდი როგორი ნაბიჭვარიც იყო, ვიცოდი რომ ჩაუშვებდა და არ დაინდობდა ბავშვობის მეგობარს, მას მხოლოდ საკუთარი თავი და ფული ადარდებდა

-მათ არ ააქვთ სამხილები ცოტნეს წინააღმდეგ ასე რომ მხოლოდ დემეტრეს ჩვენება არაფერს შეცვლის- რა საქმეში გაები ანკა ყიფიან?

Wicked Game 🥀 Where stories live. Discover now