ესპანეთის თანამგზავრი🙋❤

1.6K 105 22
                                    

-ღმერთო ჩემო, არ მჯერა რომ ახლა აეროპორტში ვდგავარ და ვუყურებ როგორ უნდა ახვიდე ესპანეთისკენ მიმავალ თვითმფრინავში - ალექსა  არარსებულ ცრემლებს იწმენს, როგორც ყოველთვის ყველაზე ემოციურია, ლინდას არ ეტყობა თუმცა წუხს, თემო კი მუდამ იღიმის არადა მე ვერ მატყუებს

-ხომ იცი რომ არ მიყვარს ეს სენტიმენტალური გაცილებები - ღიმილით ვამბობ და თვალს ვავლებ გარემოს, როგორ მინდა რომ ახლა აქ იყოს და არ გამიშვას, მაგრამ არა

-აღარ ჩამოხვალ- ლინდა  უემოციო სახით მეუბნება, ჩემი სერიოზული

-ჩამოვალ მაგრამ არ ვიცი როდის-არ ჩამოვალ, საქართველოში აღარასოდეს არ ჩამოვალ

-ნუ გვატყუებ - თემო.მხარზე ხელს მსუბუქად მირტყავს

-როგორ კარგად მიცნობთ- ამდენი ხანი მათთან ერთად გავატარე, რამდენი მოგონება მაკავშირებს, ახლა კი მივდივარ და უნდა დავტოვო

-ძალიან მიყვარხართ ეს ხომ იცით?-ყველას მოვეხვიე, არ უნდა მეტირა, მაგრამ თვალები მაინც ამიწყლიანდა

-არ შეიძლება დარჩე?- თემომ  შემომაპარა

-ჩემო მასხარავ, ხომ იცით სამივემ რომ შეგიძლიათ ნებისმიერ დროს ჩამოხვიდეთ, დამირეკეთ და თვითმფრინავის ბილეთებს მე გიყიდით - ეშმაკურად ვუღიმი

-ამას დამიხედეთ ერთი - ვიცინით, მთელ აეროპორტში ისმის ხმა ,,საქართველო-ესპანეთი ჩასხდომა იწყება" ჩემს ჩემოდანს ვიღებ, ყველას ვევხვევი სათითაოდ და მივდივარ, უკან ბოლოჯერ ვიხედები, მეცინება რის იმედი მქონდა, შემოწმებას გავდივარ და თვითმფრინავში ჩემ ადგილს მალევე ვპოულობ და ვიკავებ, ჩემს გვერდით რამდენიმე წუთში ვიღაც ჯდება რომელიც მაშტერდება, მისკენ ვიხედები და ვის ვხედავ ნიკუშა სანიკიძე

-ანნკა ყოფიან-მიღიმის, ამ ბოლო დროს ჩემი სახელი და გვარი ერთად წარმოთქმული ხშირად მესმის, გუშინდელი კოცნა მახსენდება, მე დებილი როგორ სწრაფად გამოვიქეცი

Wicked Game 🥀 Where stories live. Discover now