-ნაბიჭვარი, ეს როგორ გააკეთა?- ჩემ ეზოში საქანელებზე ვიჯექით, ბოლოდროინდელი სიუჟეტის განვითარების შემდეგ აუცილებლად მჭირდებოდა ვინმესთან გულწრფელად საუბარი, ეს ვიღაც კი თემო აღმოჩნდა
-არვიცი არა, ძალიან ავირიე- სახეს ხელებში ვმალავ
-მართლა აპირებ ამის გაკეთებას?- შეპარვით მეკითხება
-არვიცი მინდა თუ არა ეს, არვიცი გზის დასასრულს ეს გამაბედნიერებს თუ არა, არვიცი შევძლებ თუ არა ცოტნეს განადგურებულს ვუყურო-ჩემ სიტყვებზე ვფიქრობდი, ტვინში ათასი აზრი მიელვებდა
-შენ ის გიყვარს -გაეღიმა
-მე ის მიყვარს-თვალები დავხუჭე და გუშინდელი გამახსენდა, თუ როგორ მთხოვდა პატიებას, როგორ ამბობდა რომ ვენატრებოდი, მაგრამ არა თავი გავაქნიე აზრების გასაფანტად და თვალებიც გავახილე
-ანკა მინდა რომ ბედნიერი იყო, ხომ იცი რომ ყველას ეს გვინდა, ჯანდაბა თუ ეს გაგაბედნიერებს გააკეთე, მაგრამ თუ ამით აპირებ ცოტნეს და მისი ოჯახის მაგივრად საკუთარი თავი დატანჯო, უბრალოდ აზრი არ ააქვს, მე და შენ საუკეთესო მეგობრები ვართ, არ მინდა ჩემ საუკეთესო მეგობარს მონგრეულს, განადგურებულს და დაუძლურებულს ვხედავდე, არ მინდა გესმის? არავის არ გვინდა-აიი რატომ იყო ეს ბიჭი ჩემი საუკეთესო მეგობარი, ჩემ იდიოტურ აზრებს, გეგმებს მოუსმენდა ბოლოს კი ისეთ რამეს მირჩევდა რაც მხოლოდ ჩემთვის იქნებოდა კარგი
- ძალიან მიყვარხარ- გავუღიმე
-მეც ძალიან მიყვარხარ-
***
სათათბირო ოთახში შევდივარ და ზურას ადგილას ვჯდები, ყველას გაკვირვებულ მზერას ვაწყდები და მეც საუბარს ვიწყებ-ზურას არ ეცალა, ამიტომაც გადავწყვიტე, მე ჩამეტარებინა კრება და ჩემი გეგმა გამეცნო თქვენთვის-ყველას გადავხედე, ცოტნე მაგიდას იყო მიშტერებული
-გისმენთ-
-ანუ ვფიქრობ კარგი იქნება თუ საქველმოქმედო საღამოს ჩავატარებთ-
YOU ARE READING
Wicked Game 🥀
Romanceშენ მე მომატყუე, გამომიყენე ჩემგან რას ითხოვ?- არ მესმოდა, ვერ ვიგებდი -სიყვარულს -ჩუმად თქვა -არ შემიძლია -თავი გავაქნიე -გინდა მაგრამ არ აკეთებ, შენ სიამაყეს ვერ აბიჯებ - ნოე მოვიდა -გთხოვ სახლში მიიყვანე- ცოტნეზე ვანიშნე -არ მინდა სახლში, სა...