-მაინც არ შემირიგდები არაა? -სოციალურ ქსელში დავძვრები, ეს კი მაინც არ მეშვება გვერდით მიზის დივანზე
-მაინც არ შემეშვები არაა?-არ ვუყურებ ისე ვუბრუნებ კითხვას
-აჰჰ რა ჯიუტი ხარ - მეცინება მის გამომეტყველებაზე
-რა უნდა გავაკეთო იმისათვის რომ შემირიგდე?- მაინც არ ნებდება
-წადი და რომელიმე ცნობილი და მაღალი ცათამბჯენის სახურავზე ჩა ჩა ჩა იცეკვე -ვიცოდი რომ სიმაღლის ეშინოდა ამასთანავე ცეკვა არ გამოსდიოდა ასე რომ ჩემსას აუცილებლად მივაღწევდი
-ღადაობ ხო?-შეშინებული სახე აქვს
-არა - მხრებს ვიჩეჩავ, ასეც ვიცოდი, სიცილს ძლივს ვიკავებდი
-კარგი მე წავედი -ფეხზე დგება და უცებ სახლიდან გადის,
***
როგორც იქნა მთელი დღეა ცოტნე არ მინახავს, არც ნერვებს მიშლის და არც მესაუბრება, ასე უკეთესია, ნეტა სად არის? გოგოს ხომ არ შეხვდა? პოპკორნს გვერდით ვდებ და ნოუთბუქში ფილმს ვთიშავ, ტელეფონს ვიღებ დავურეკო? არა რათქმაუნდა არ დავურეკავ, ხო მაგრამ იქნებ მარტო არ არის? ჩემ გაურკვეველ გადაწყვეტილებებს სანამ ვიღებდი, ტელეფონზე სმს მომივიდა, ნიკუშასგან იყო, ვიდეოს მიგზავნიდა, თვალებს ვერ დავურეჯერე, ცოტნე იდგა torre cepsa-ს სახურავზე და ჩა ჩა ჩას ცეკვავდა, სულლ გააფრინა, სიცილისგან მუცელი ამტკივდა, რამდენი ხანია ამდენი არ მიცინია,,ესპანეთის თანამგზავრი" -აბა ახლაც არ აპატიებ?
ამ ვაჟბატონს ჰგონია, რომ თუ იცეკვებს ვაპატიებ? არა ბატონი ცოტნე ჯერ არაა, ვნახოთ კიდევ რას გააკეთებ
***
ოთახში ნიკუშა და ცოტნე შემოდიან, ბედნიერი სახეები აქვთ, წიგნს ვკითხულობ და მათ ყურადღებას საერთოდაც არ ვაქცევ, ნიკუშა ახლოს მოდის და საწოლზე იკავებს ადგილს, ეს ორის როგორ დამეგობრდნენ?-რა გინდათ?- წიგნს გვერდით ვდებ და მომაბეზრებლად ვეკითხები
YOU ARE READING
Wicked Game 🥀
Romanceშენ მე მომატყუე, გამომიყენე ჩემგან რას ითხოვ?- არ მესმოდა, ვერ ვიგებდი -სიყვარულს -ჩუმად თქვა -არ შემიძლია -თავი გავაქნიე -გინდა მაგრამ არ აკეთებ, შენ სიამაყეს ვერ აბიჯებ - ნოე მოვიდა -გთხოვ სახლში მიიყვანე- ცოტნეზე ვანიშნე -არ მინდა სახლში, სა...