მაპატიე🌝

1.6K 112 25
                                    

დილით თავის ტკივილით მეღვიძება, ვდგები სააბაზანოში სახეზე წყალს ვისხამ და წამით საკუთარ ანარეკლს ვუყურებ სარკეში, მეზიზღებოდა საკუთარი თავი რათა უფლება მივეცი გადავეთელე, მაგრამ ყველაფერი შეიცვლება, ტანსაცმელს ვიცვლი და პირველი სართულზე ჩავდივარ, სამზარეულოში შევდივარ სადაც ნინა და ზურა არიან, ორივეს ვკოცნი და მაგიდასთან ვჯდები, გაღიმებული ვუყურებ, გუშინ რაც მოხდა ერთი მხრივ კარგი იყო მთავარი გავიგე: ,,არასდროს არავის არ უნდა ენდო", დედა წინ ბლინებიან თეფშს მიდებს, მეც შევექცევი,

-მამა შეიძლება შემდეგ ვისაუბაროთ?-პირდაპირ ვეკითხები, მისგან გაკვირვებული და ასევე დაინტერესებულ მზერას ვიღებ

-კი რათქმაუნდა - ყველაფერს როცა ვასრულებთ, დედას ჭურჭლის მილაგებაში ვეხმარები

-გუშინ რა მოხდა?-შეპარვით მეკითხება

-გთხოვ ახლა არა -თავს ვაქნევ უარყოფის ნიშნად,

-წავალ მამას დაველაპარაკები - ლოყაზე ხმაურიანად ვკოცნი და ზურას კაბინეტში დაკაკუნების შემდეგ შევდივარ

-მოდი დაჯექი - მის წინ სავარძელზე ვიკავებ ადგილს და საუბარს ვიწყებ

-მინდა რომ კომპანიას ჩავუდგე სათავეში-აშკარააა გაოცება მის სახეზე

-მინდა რომ სანამ სკოლას დავასრულებ მანამ შენთან ერთად ჩავერთო საქმეებში, ყველაფერში დაგეხმარები და გამოცდილებას შევიძენ -

-და შენი გეგმები?- სავარძლის საზურგეს ეყრდნობა

-მათზე უარს არ ვიტყვი რათქმაუნდა ჩავაბარებ მაგრამ არა საზღვარგარეთ, თბილისში ჩავაბარებ სამართალზე, სწავლასთან ერთად კომპანიაშიც ვიმუშავებ- ჩემი გეგმებით აღფრთოვანებული არ ვიყავი, თუმცა მათ სახეს როცა წარმოვიდგენდი ყველა უსიამოვნო გრძნობა ქრებოდა

- კი მაგრამ ეს რატომ გადაწყვიტე?- სათვალეებს იხსნის

-რატომ არ მითხარი რომ ნარკოტიკების საქმე გაბაშვილების გამო იყო?- მის კითხვას ვაიგნორებ და ჩემთვის ბევრად საინტერესო თემას ვეხები

Wicked Game 🥀 Where stories live. Discover now