იმ დღით საშინლად წვიმდა...
ამდენ ცრემლიან სახეს მალავდა ნისლი..
ყველასთვის მოულოდნელად დაატყდათ თავს ეს უბედურება,
არის ტკივილი რომელიც მაშინაა როცა შენი საყვარელი ადამიანი ავადააა და ყოველ წამს შეიძლება ბოლოჯერ ამოისუთქოს, მაგრამ არის ისეთიც აზრზე მოსვლასაც რომ ვერ მოასწრებ ისე გადატრიალდება შენი ცხოვრება,
ყველაზე საშინელი კი მაინც ის არის სანანებლად რომ გაქვს საქმე, ახლად რომ გყავს ნაპოვნი და უცაბედად კარგავ, ბევრი დროის გატარებას რომ ვერ ასწრებ, ვერ ასწრებ მოყოლას როგორ გაბედნიერებდა მისი ყოველი ამოსუნთქვა, ვიღაცისთვის იმდენად მნიშვნელოვანი ხარ რომ შენმა დაკარგვამ შეიძლება გააგიჟოს,
წითური არ მდგომარეობაში იყო, ვერ ინძრეოდა, ცრემლებიც გაუცნობიერებლად სდიოდა, ამდენი ადამიანი ეხვეოდა გარშემო, ზოგსაც იცნობდა, ზოგსაც არა, ზოგიც მართლა წუხდა, ზოგს კი ცრემლიანი სახის უკან დაემალა სიბოროტე,
სიცარიელე, აიი რას გრძნობდა ამ წამს ანკა, ვერც ვერავინ ვერ შეუვსებდა, ვერ იჯერებდა, საფლავთან ჩაიმუხლა და თავი სველ მიწაზე დადო, ისედაც დაუვარცხნელი თმა წვიმას და ტალახს დაესვარა, ყველას მზერა მასზე იყო მიმართული, სიბრალულის მზერა-დედა, ადექი გთხოვ ხომ ხედავ აქ ვარ მოვედი, შენი წითური გოგო მოვიდა - ისე საუბრობდა თითქოს მის წინ ვინმე მდგარიყო
-ან გთხოვ ასე ნუ იქცევი -ცოტნე მასთან დაიხარა და წამოყენებას შეეცადა, გოგომ ხელი გააშვებინა
-ზურა, უთხარი ადგეს, იქ ხომ ძალიან ცივა -პატარა ბავშვს დაემსგავსა, ზურა ვერ უყურებდა, საკუთარი შვილის ტკივილს ვერ უძლებდა, კაცი რომელიც ყველასთვის მისაბაძი გახლდათ, იდგა და სველ მიწას უყურებდა რომელიც მისი ლამაზი ცოლის სხეულს ფარავდა
-ანნ წამოდი, მივდივართ - ჩაეხუტა და წამოაყენა
-არა ხელი გამიშვი, მე აქ ვრჩები დედაჩემთან -უხეშად გასწია, თვითონ კი მიწაზე ჩაიმუხლა, ყველაფერს თანდათან აცნობიერებდა, მაგრამ არ უნდოდა დიდხანს წელავდა, ხალხი ნელ-ნელა ტოვებდა ადგილს, ბოლოს მხოლოდ უახლოესი ადამიანები დარჩნენ,
YOU ARE READING
Wicked Game 🥀
Romanceშენ მე მომატყუე, გამომიყენე ჩემგან რას ითხოვ?- არ მესმოდა, ვერ ვიგებდი -სიყვარულს -ჩუმად თქვა -არ შემიძლია -თავი გავაქნიე -გინდა მაგრამ არ აკეთებ, შენ სიამაყეს ვერ აბიჯებ - ნოე მოვიდა -გთხოვ სახლში მიიყვანე- ცოტნეზე ვანიშნე -არ მინდა სახლში, სა...