🙅დილერი🙆

1.8K 114 16
                                    

გზაზე უნდა გადავსულიყავი, როცა ცოტნეს ყვირილის და მანქანის სიგნალის ხმა ერთად შემომესმა, მოძრაობის უნარი წამერთვა ალბათ ასე ხდება როცა შენი მიმართულებით  სწრაფად მოძრავ ავტომობილს ხედავ, ვიღაცამ ხელზე დამქაჩა და გზიდან გადამიყვანა, გვერდი ამიარა ავტომობილმა რომელიც  წამის წინ უნდა დამჯახებოდა

-რა ჯანდაბას აკეთებ?- მიყვიროდა, მაგრამ მე ძალიან დაბალ ხმაზე მესმოდა ყველაფერი,  როცა მისი თვალები დავინახე, აზრზე მოვედი და უნებურად ტირილი ამივარდა, ცოტნემ მისკენ დამქაჩა და ძლიერად ჩამეხუტა,  თავი მკერდზე დავადე, მისი გულის ცემა მესმოდა რომელიც აჩქარებოდა

-შემაშინე - ანერვიულებული იყო, ხმას ვერ ვიღებდი და უბრალოდ ტირილს ვაგრძელებდი

-გთხოვ ნუ ტირი ყველაფერი კარგადაა-როცა მისი დიდი თითები სახეზე ვიგრძენი სხეულში უცნაურმა გრძნობამ დამიარა, ცრემლებს მწმენდა და თან მამშვიდებდა, ასე ჩახუტებულები ალბათ 15 წუთი ვიდექით, მინდოდა დიდხანს გაგრძელებულიყო მაგრამ მომშორდა და ჩემი ოდნავ დამშვიდებული გამომეტყვლება რომ დაინახა ტუჩის კუთხეში ჩაეღიმა

- წამოდი სახლამდე მიგაცილებ-ჩუმად გავყევი უკან, ხმას არცერთი ვიღებდით უბრალოდ მივდიოდით, უკვე საკმაოდ მოსაღამოებული იყო, ვგრძნობდი წყვილ-წყვილ თვალებს ჩემზე მოშტერებულს რომელიც  მაშინებდა, თუმცა ცოტნე ჩემთან იყო ამიტომაც შიშის გრძნობა უცებ ქრებოდა, სასაცილოა არაა?  წუთის წინ მისი თვალების მეშინოდა ახლა კი მასთან თავს ყველაზე უსაფრთხოდ ვგრნობდი

-მაპატიე -სიჩუმე ისევ მან განმუხტა, ვერ ვხვდებოდი რის გამო მთხოვდა პატიებას, ჩემი დაბნეულობა ალბათ შეამჩნია ამიტომაც საუბარი გააგრძელა

-მაპატიე რომ ხმას ავუწიე, უბრალოდ ძალიან დავიძაბე- თვალებში მიყურებდა, ოჰჰ ღმერთო მის თვალებში სინანული იგრძნობდა, უბრალოდ გავჩერდი და დავაკვირდი

Wicked Game 🥀 Where stories live. Discover now