😩პასუხები😩

1.7K 110 6
                                    

ხელი ვკარი, ამას არ ველოდი, სუნთქვა აჩქარებული, სხეული კი ათრთოლებული მქონდა, თვითონაც გაკვირვებული მიყურებდა

-რა ჯანდაბას აკეთებ?-მე აქ ანერვიულებული ვიდექი ის კი იღიმოდა

-აბა ისე ვერ გაგაჩუმე - მხრები აიჩეჩა

- ნაბიჭვარი ხარ, შეგეძლო გეთქვა გაჩუმდიო  -გაბრაზებულზე მკერდზე მუშტი ვუთავაზე

-  სხვა დროს სანამ გაკოცებ გკითხავ, კაი გეყოს ეს ხომ უბრალოდ კოცნა იყო ამხელა პანიკებს რატომ ტეხ?- ასეთი იდიოტი როგორ შეუძლია იყოს?  არ მჯერა საერთოდ რატომ ვარ ახლა მის გვერდით

- სხვა დროს ვეღარ მაკოცებ, უბრალოდ კოცნა არაა ?- მართალია ვერ ვიტყოდი რომ ეს ჩემი პირველი კოცნა იყო, თუმცა როცა ასე არაფრად მაგდებს ძალიან ნერვები მეშლება

- კარგი ხო აღარ ჩაჯდები? წასასვლელი ვარ - მანქნის კარები გამოაღო და თავისი ადგილი დაიკავა

-არა - მტკიცედ ვპასუხობ და უგზოუკლოდ ვაგრძელებ წინ გზას, ის კი გვერდით მანქნით მომყვება

-შენ რა მართლა არ აპირებ  წამოსვლას?- ფანჯარას სწევს და იქიდან გაჰყვირის

- კი ვაპირებ მაგრამ შენთან ერთად არა - არ ვუყურებ ისე ვპასუხობ

-ბავშვი ხარ რა, ნუ გამაბრაზებ ჩაჯექი -მტკიცედ ამბობს

-მისმინე ცოტნე მომბეზრდი შენც და დემეტრეც, ასევე თქვენი ბრძანებებიც, მე თავისუფალი ადამიანი ვარ, რასაც მინდა იმას გავაკეთებ და ვისაც მინდა იმას შევხვდები, სანამ არ გექნება პასუხები ჩემს კითხვებზე მანამ არ დამელაპარაკო -ვითომ მადარდებდეს ისე ვუღიმი, ტაქსს ვაჩერებ და სახლში მივდივარ, მის გაცხარებულ ყვირილს ვაიგნორებ

***
სახლში 15 წუთში მივდივარ და კარებთან იცით ვინ მხვდება? ბატონი ცოტნე, გვერდს ისე ვუვლი თითქოს ვერ ვხედავ, ხელზე მეჭიდება და მაჩერებს

-როგორ იქცევი?-აშკარად გავაბრაზე მაგრამ არ მადარდებს

- პასუხები გაქვს ჩემს კითხვებზე-ხელს ვაშვებინებ და დაინტერესებული ვეკითხები, იბნევა, ტუჩის კუთხეში მეღიმება

Wicked Game 🥀 Where stories live. Discover now