სკოლაში შევაბიჯებ, დიდ ნაცრისფერ დარბაზში ვცდილობ ჩემი ადგილი ვიპოვო, ასე უბრალოდ მივდივარ, არ ვფიქრობ ვეღარ ვფიქრობ, ჩემს კარადასთან დემეტრეს ვხედავ, უაზრო, ისევ ის ცინიზმით გაჟღენთილი ღიმილი აკვრია სახეზე, როგორ მეზიზღება ეს ადამიანი, ყველაფერს ანადგურებს გარშემო, ცხოვრებაში პირველად ვიკამათე მამასთან და რის გამო? ამ ვაჟბატონის და მისი ოჯახის გამო როგორი უაზროა
-აქ რა ჯანდაბა გინდა?- ვცდილობ თავი შევიკავო და ძალიან უხეშადაც არ გამომივიდეს ნათქვამი თუმცა თვალები მაინც ყველაფერს ამბობენ, როცა მას ვუყურებ ძარღვები მეჭიმება, თვალები მიმუქდება და მოკვლის სურვილი მიჩნდება, მახსოვს მესამე კლასში როგორ დაიწყო უცაბედად ჩემი დამცირება არადა ერთადერთ მეგობრად ვთვლიდი მან კი ისე მიმაგდო თითქოს მორიგი სათამაშო ვიყავი, არასდროს ვყოფილვარ ემოციური, მაგრამ მისი სიტყვები პირდაპირ გულში მერჭობოდა ისრად, საშინელება იყო, თანდათან მივეჩვიე და უბრალოდ ვაიგნორებდი მის სიტყვებს,გამოხედვას
-ოუუ ლამაზო, რატომ ასე უხეშად?- მიღიმის და ყველანაირად ნერვებს მიშლის
- გაეთრიე, მომბეზრდა ყოველი შენი სიტყვა, იქნებ ოდესმე მიხვდე რომ შემეშვა, არ გაქვს სურვილი?- ძალიან უხეშად ვწევ გვერდით და ჩემს კარადას ვაღებ, საიდანაც ბლოკნოტს ვიღებ და ვაიგნორებ დემეტრეს სიცილს
-ანკა რა გჭირს?- უცებ სერიოზულდება და თვალებში მაჩერდება
-დავიღალე, თავი დამანებე კარგი? შეეცადე როცა დამინახავ სხვა მხარეს გადახვიდე და თავი ამარიდო, გთხოვ, ცოტახანით თვალში არ მომხვდე- მუდარით ვუთხარი, არვიცი დღეს რა მჭირს მართლა არვიცი, უბრალოდ ემოციები მომაწვა, დღეს საერთოდ არავის ნახვა არ მინდა, არავისთან საუბარი
კლასში შევდივარ და გოგონების თბილ გამოხედვას ვაწყდები, მაგრამ ახლა მათთან საუბარი უბრალოდ არ მინდა, ამიტომაც გვერდის ვუვლი და ბოლო მერხზე ვიკავებ ადგილს, აშკარა გაკვირვება ეტყობათ, მასწავლებელიც მალევე შემოდის ოთახში და სიის კითხვას იწყებს, დღეს ცოტნე არ არის და იმედი მაქვს არც შემოაღებს ნახევარი გაკვეთილის გასვლის შემდეგ კარებს, თუმცა ჩემი იმედები მაშინვე ქრებიან როცა კარებში ცოტნე შემოდის, სწრაფად სუნთქვას ალბათ მორბოდა
YOU ARE READING
Wicked Game 🥀
Romanceშენ მე მომატყუე, გამომიყენე ჩემგან რას ითხოვ?- არ მესმოდა, ვერ ვიგებდი -სიყვარულს -ჩუმად თქვა -არ შემიძლია -თავი გავაქნიე -გინდა მაგრამ არ აკეთებ, შენ სიამაყეს ვერ აბიჯებ - ნოე მოვიდა -გთხოვ სახლში მიიყვანე- ცოტნეზე ვანიშნე -არ მინდა სახლში, სა...