❤სიამაყე და ცრურწმენა❤

2.2K 121 12
                                    

-გინდა დღეს საღამოს კლუბში წავიდეთ?-ალექსა მხიარულად გვიმზერს და თან ჭიქას მაცლის ხელიდან სადაც ვაშლის წვენი ასხია

-ეგ ჩემი იყო - ვიწყებ ბუზღუნს მაგრამ ვინ მისმენს წვენს ბოლო წვეთამდე სვამს და ცარიელ ჭიქას წინ მიდებს

-მართლა წავიდეთ თუ არა?- გვიმეორებს კითხვას რომელზეც არც მე და არც ლინდამ არ გავეცით პასუხი

-ხომ იცი რომ მე ვერ წამოვალ -ამოვიხვნეშე და დივანზე მოწყვეტით დავეცი

-კარგი რა, მამაშენს რომ უთხრა ვითომ ჩემთან რჩები -

- კაი რა უბრალოდ არ მინდა მოვატყუო - ვოხრავ და სოციალურ ქსელში ვძვრები, ნადვილად არ მინდა მამაჩემი მოვატყუო, ის ერთადერთი ადამიანია რომლის მოტყუებაც ნამდვილად არ მინდა და არც არასოდეს მოვატყუებ, მაგრამ შემდეგ მახსენდება სიტყვები ,, არასოდეს თქვა არასოდეს" კარგი ხო თუ ძალიან იძულებული არ გავხვდი არ მოვატყუებ

-კარგი, მაშინ ჩვენ წავედით, ჭკვიანად იყავი - ორივე მათგანი მკოცნის და ტოვებს სახლს

***
- მაა გცალია?- ოთახში მამა შემოდის, მისი დანახვისას წიგნს გვერდით ვდებ, რომელსაც მანამ ვკითხულობდი სანამ მამას დავინახავდი

-კი ზურა, რამე მოხდა?- თბილად ვუღიმი, გვერდით ვიწევი რომ ადგილი დავუთმო რათა ჩამოჯდეს

-არაფერი მა უბრალოდ მინდოდა მენახა როგორ იყავი, ჩემი ჭკვიანი გოგო წიგნს კითხულობ?- წიგნს იღებს და ღიმილით უყურებს

- ჯეინ ოსტინის ,, სიამაყე და ცრურწმენა" მერამდენედ კითხულობ?- ეშმაკურად მიღიმის, რაზეც მეც თვალები მიბრწყინდება

-არვიცი-მხრებს ვიჩეჩ

-მახსოვს პირველად რომ წაიკითხე 12 წლის იყავი, წიგნით ხელში ჩემთან მოირბინე და მითხარი ,,ელიზაბეტი სულელია, როგორ შეძლო და აპატია ამდენი რამ დარსისო"გამეღიმა, ერთადერთი რამ გითხარი ...-

Wicked Game 🥀 Where stories live. Discover now