1 ✔

2.8K 133 15
                                    

_გამარჯობა პატარავ, ესალმება თეჰიონი მისკენ მორბენალ ბავშვს, და ხელში იტაცებს.

_მამიკო, რატომ დააგვიანე? ოდნავ თავს ხრის გოგონა, ტუჩებს წინ ბზიკავს, და ხელებს აჯვარედინებს .

_მაპატიე საყვარელო, დღეს იმაზე მეტი სამუშაო იყო კაფეში, ვიდრე მეგონა.

_გამარჯობათ მის კირა, როგორ გიკითხოთ? სუნმიმ ხომ არ გაგაბრაზათ?- ახლა სამზარეულოდან გამოსულ ქალს, ეგებება თეჰიონი.

ღიმილს ვერ იშორებს სუნმი სახიდან, და ლეკვის თვალებით შესცქერის ქალს.

_რასამბობ თეჰიონ, როგორ შეიძლება ასეთმა საყვარელმა არსებამ, ვინმე გააბრაზოს.

_მიხარია თუ ასეა, მის კირა შეგიძლიათ ხვალაც დაიტოვოთ სუნმი?
ამას არ გთხოვდით, უბრალოდ სამსახურში ვერ წავიყვან, გპირდებით ხვალ იმაზე უფრო მალე მოვალ, ვიდრე დღეს, მაპატიეთ, ასე რომ გაწუხებთ.

_რასაკვირველია შეგიძლია თეჰიონ, რა შეწუხებაა პირიქით, ისე ვერთობით ხოლმე, შენ რომ მოდიხარ მხოლოდ მაშინ ახსენდები.

_მის კირას ნათქვამზე თეჰიონი ოდნავ შეცბა, თუმცა მალევე მოეგო გონს, და გაეღიმა, მადლობა მის კირა, თქვენ რომ არა, არვიცი რა მეშველებოდა.

_თეჰიონ, ხომ შევთანხმდით რომ ერთმანეთს, შენობით მივმართავდით? ეჭვის თვალით შეხედა თეჰიონს.

_დიახ, რათქმაუნდა უბრალოდ ძალიან მივეჩვიე.

ორივეს ეცინება, თეჰიონის ნათქვამზე.

_აი სუნმიმ კი ნამდვილად იცის, როგორ მომმართოს არა სუნმი?

_დიახ კირა, ამბობს სუნმი, და გაშლილი ხელი, თავთან მიაქვს.

სამივე კისკისებენ.

_ახლა კი წავალთ, სუნმის მგონი ეძინება. ხვალ პირადათ მე მოგიყვანთ სუნმის, კიდევ ერთხელ დიდი მადლობა, მის კირა.

𝘼 𝙢𝙞𝙣𝙤𝙧Where stories live. Discover now