6 ✔

932 98 24
                                    

თეჰიონმა სუნმის დაძინების შემდეგ, თავის ოთახში წასვლა ამჯობინა, კარების გაღების დროს, სახე დამანჭა, კარის ჭრაჭუნის გამო, ფრთხილადვე დაკეტა, და ოთახისკენ დაიძრა. ოთახში შესვლის შემდეგ, ხელიდან საათი მოიხსნა, ხელი ოდნავ დაიზილა, რადგან საათის ანაბეჭდები დადატანილიყო მის კანზე.

უეცრად ტელეფონმა დარეკა როგორც ყოველთვის ჯინი იყო.

_გისმენ ჯინ - მიმართა თეჰიონმა, ტელეფონს სპიკერი ჩაურთო, და ტუმბოზე დადო.

_როგორ ხარ თეჰიონ? - დაღლილი ხმით წარმოსთქვა ჯინმა.

_კარგად ჯინ რახდება?

_ისეთი არაფერი შენი სიტყვები გამახსენდა, ახლა კომპიუტერებთან მარტო ვზივარ, ღამის სმენა მაქვს, და კამერებში ვიყურები, ეს მართლაც საშიშია, ჯანდაბა, ასე მგონია აუზიდან ახლა ვიღაც ამოხტება.

თეჰიონის ჩაცინების ხმა გაისმა ტელეფონში.

_ჰეი ბავშვო ეს საერთოდ არ არის სასაცილო, ლამისაა ჩავიფსა, საერთოდ ასეთი რამ როგორ მითხარი? გული ნასკებში ჩამივარდება ახლა, შენი ბრალია, ამიტომ მთელი ღამე შენც გაათენებ, რომ გესაუბრო და დრო გავიყვანო.

_ჯინ ვერ გავათენებ, მერე ჩემთან საუბარში კამერაში რამე რომ გამოგეპაროს, სად მიდიხარ? იქნებ ჭინკამ, ან მონსტრმა გაირბინოს, ამიტომ კარგად ვთიშავ.

_თეჰიონ გირჩევნია შენთვითონ მოკეტო თორე ჩემთავზე პასუხს არ ვაგებ.

_კაი მოვკეტავ, აბა ჰე წავედი.

_მოიცაა, მოიცა, სად მიდიხარ? მელაპარაკეე!

_რაზე უნდა გელაპარაკო ჯინ? რაზეც გელაპარაკებოდი მაგას ნუ მეუბნებიო, და რაგიყო? მეტი სალაპარაკო თემა მე არ ვიცი.

_კაი მაგალითად ვილაპარაკოთ იმაზე, დალიე თუ არა დღეს წამალი.

_სხვათაშორის მაგაზე საუბარი მეც მინდა! სერიოზულად ოღონდ.

_სხვა დროს ვისაუბროთ მაგაზე - ჯინმა თითქოს თავი აარიდა, მაგრამ იცოდა რომ მაინც მოუწევდა მასთან ამაზე საუბარი, ოხხ ჯინ შენთვითონ გაითხარე სამარე.

𝘼 𝙢𝙞𝙣𝙤𝙧Where stories live. Discover now