3 ✔

1K 105 9
                                    

_კირა - მიმართავს გოგონა ქალს, რომელიც ტელევიზორში, საყვარელ სერიალს შეჰყურებდა.

_ქალი წამიერად სუნმისკენ იხედება რომელიც სკამზე დასკუპებულიყო და ბანანის რძეს შეექცეოდა - გისმენ სუნმი!

_კირა, შენი აზრით, მე ცუდი ბავშვი ვარ?

დანაღვლიანებული სახით შეხედა, სუნმიმ კირას, და ისევ რძე მოწრუპა.

კირა ფეხზე ადგა, სუნმისთან მივიდა და მის წინ ცარიელ სკამზე მოთავსდა, მისი პატარა ხელი დაიჭირა, და გაუღიმა

_მისმინე პატარავ, არ არსებობს ცუდი ბავშვი ამ ქვეყნად, არსებობს ცუდი აღმზრდელი, ბავშვი დამოკიდებულია აღზრდაზე, თუ ბავშვს ცუდად აღზდი, შესაბამისად ეს ცუდად იმოქმედებს მასზე.

სუნმიმ ჭიქა მაგიდაზე მოათავსა, და განაგრძო მის წინ მჯდარი ქალის მოსმენა.

_თავს ბედნიერად გრძნობ? - ეკითხება ქალი სუნმის, და მისგან პასუხს ელის.

_ძალიან, ძალიან, ბედნიერი ვარ, რადგან ჩემი აღმზრდელი ძალიან კეთილია და თბილი.

_ხედავ? ეს პრობლემაც გადაიჭრა, თუ ის კეთილია, და თბილი, ის შენს მიმართ ცუდად არ იქნება განწყობილი, და შესაბამისად შენც, სიკეთესა და სითბოს გადმოგინერგავს, ანუ რა გამოდის? შენ არ ხარ ცუდი ბავშვი, შენხარ შესანიშნავი ბავშვი, როგორც თეჰიონი.

სუნმის გაეცინა, და კირას ჩაეხუტა.

_შენც, შესანიშნავი მეზობელი ხარ.

_მართლაა? მე მხოლოდ შენი მეზობელი ვაარ? კირამ გოგონას გახედა, და ცალი წარბი აუწია.

_რათქმაუნდა არა, შენ ჩემი საუკეთესო მეგობარი ხარ.

_მაშასეე მეგობარო, რაღაც მომაფიქრდა, იქნებ თეჰიონთან წავსულიყავით კაფეში, სულ სახლში ხომ არ ვიჯდებით, ცოტა ჩვენც გავიაროთ.

_ძალიან კარგი აზრია, წავიდეთ მამიკოს გაუხარდება.

_კარგი საჭირო ნივთებს ავიღებ, და წავიდეთ, შენც ჩაიცვი ფეხსაცმელები.

𝘼 𝙢𝙞𝙣𝙤𝙧Where stories live. Discover now