15 ✔

887 91 30
                                    

დილით, მოულოდნელად დაესხა თავს ყველას სახლს მზე, ფანჯრები უსირცხვილოდ გაეპო, და თავის ნათელ კვალს ტოვებდა, სხვის ტერიტორიაზე, რომელიც ჯეონს ეკუთვნოდა.

დილით ორი ერთმანეთში ახლართული ბიჭი, სირცხვილის გრძნობით ახელს თვალებს, და სიტუაციის დალაგებას ცდილობს, ჯეონი თითქოს არც იმჩნევს, თეჰიონს კი ეს ნამდვილად უჭირს, და ჰგონია რომ მის გვერდით პირველად არ წევს, თუმცა ეს მართლაც ჯეონისთვინაც პირველია.

დილა სასიამოვნოდ დაიწყო გოგონას ჯერ კიდევ ეძინა, ეტყობა მოსწონდა ასეთი გარემო, ამდენხანს რომ გაუგრძელდა ძილი.

ჯონგუკისთვის ასეთი დილა ნამდვილად პირველად თენდებოდა, სასიამოვნი გარემო იქმნებოდა, როცა მარტო არ უწევდა, დილის საუზმესთან გამკლავებას.

ჯერჯერობით, ყველაფერი გეგმის მიხედვით მიდიოდა.

***

რახდებოდა ამდროს იუნგის სახლში? მას ძალიან ადრე გაეღვიძა, ასე არ სჩვევია, ყოველთვის გვიანობამდე ეძინა, ალბათ ზედმეტად ბევრს ფიქრობდა, თუ რახდებოდა ახლა ჯეონის სახლში.

_ალბათ, გაუხარდება იონთანის ნახვა. - ჩაილაპარაკა, და წასვლა გადაწყვიტა.

***

_გაიღვიძაა? - იკითხა ახლად ჩამოსულმა თეჰიონმა მისაღებში, ჯონგუკის გასაგებად რომელიც მდივანზე მოკალათებულიყო, და თვალებს იჭმუჭნიდა.

_ჯერ არა, შენ როგორ გრძნობ თავს, რამე ხომ არ გაწუხებს?

_არა კარგად ვარ, არ ვისაუზმოთ?  მე სუნმის გავაღვიძებ, მაგრამ ჯობია შენ გააღვიძო, არვიცი რომელ ოთახში წევს, მე კი საუზმეს მოვამზადებ.

_კარგი წავალ გავაღვიძებ, დიდხანს თუ ეძინა, ღამე ვერ დაიძინებს საკმარისად.

როგორც იქნა სუნმის ოთახშიც შეიპარა მზე, ჯეონის დახმარებით, რომელმაც ფარდები გვერძე გადაწია, ადვილად რომ ემცნო მზეს სუნმისთვის, რომ დილა იყო ადგომის დრო.

𝘼 𝙢𝙞𝙣𝙤𝙧Where stories live. Discover now