4 ✔

964 99 20
                                    

_სუნმი ხომ გითხარი, უცნობებს ნუ ესაუბრები თქო.

ეჰიონის უეცარმა გამოჩენამ, ჯონგუკი დააბნია, არ მოელოდა თუ ასეთი ახალგაზრდა, და სიმპატიური იქნებოდა, შეეცადა, ყურადღება ისევ გოგონაზე გადაეტანა.

_მაპატიე მამიკო, უბრალოდ მინდოდა შენი საქმე გამეკეთებინა.

ჯონგუკს ძარღვები დაეჭიმა, გოგონას ნათქვამის გააზრების შემდეგ, შეშურდა კიდეც, თითქოს მოუნდა აქვე ეთქვა, რომ მამამისის თვითონ იყო, და სხვას ნუ ეძახდა, მაგრამ ამით სიტუაციას უფრო გაამწვავებდა, უნდოდა ბავშვი აეყვანა, და სახლში წასულიყო, თითქოს არც არაფერი მომხდარა.

თეჰიონი გოგონასკენ წავიდა, სკამიდან ხელში აიყვანა, რომელიც გოგონას ჰქონდა მიდგმული, სალაროს რომ ასწვდენოდა, სკამი გაწია, და გოგონა ზედ შემოსვა.

ოხ, შე პატარა ონავარო, მამიკოს დახმარება გინდა? - გოგონას ლოყაზე აკოცა, და ჯეონს მიუბრუნდა.

_გისმენთ სერ, რით შემიძლია დაგეხმაროთ?

ჯონგუკმა თეჰიონს გახედა, რომელიც ელოდებოდა, როდის შეუკვეთავდა ჯეონი რამეს.

_ერთი ჭიქა ბანანის რძე, თუ შეიძლება.

შეეცადა ცუდად არ გამოსვლოდა, და ბოლოში ღიმილიც ჩაურთო ჯეონმა.

_ხედავ მამიკო? ამბობდი დიდები არ სვავენო, საბავშვო სასმელიაო, ჩემს 5 დოლარს ველი, რომელიც წააგე.

_თეჰიონს გაეცინა - კარგი, კარგი მაპატიე, შევცდი, მარტო შენ არ გყვარებია, მოისვენე?

_ბატონო ჯონგუკ, მეც ძალიან მიყვარს, ბანანის რძე.

ჯონგუკს გული დაუმძიმდა, ნელ -ნელა უფრო რწმუნდებოდა იმაში რომ, სუნმი მისი ქალიშვილი იყო.

_ძალიან მიხარია სუნმი, მეგონა ვერასდროს ვიპოვიდი, იმ ადამიანს რომელიც, ჩემთან ერთად დალევდა ბანანის რძეს, რასფიქრობ, დალევ ჩემთან ერთად ბანანის რძეს?

𝘼 𝙢𝙞𝙣𝙤𝙧Where stories live. Discover now