20 ✔

790 77 20
                                    

ერთადერთი რაც თეჰიონს ახსოვდა, ის იყო რომ ძალით დაატოვებინა ჯეონმა, მეზობელ ქალს სახლი, როდესაც ტიკივილისგან ისევ იგივე დაემართა თეჰიონს. და ამის მომსწრე ისევ ჯეონი გახლდათ, მისი გამომეტყველება ჯონგუკისთვის მისახვედრი იყო, რომ მას ისევ ეტკინა, და როგორც ჩანს ეს  გაცილებით სერიოზული ჩანდა, ვიდრე წინა ტკივილი.

უკვე ცხოველურ ყვირილზე, და ღრიალზე გადასულიყო თეჰიონი. თვალებიდან ცრემლები სცვიოდა, სახე სულ სველი ჰქონდა მარილიანი სითხით, თვალებს ერთმანეთს ძლიერად აჭერდა, რამდენჯერაც დააჭერდა იმდენჯერ ახალი ნაკადი სწყდებოდა თვალებს, და ღრმად სუნთქავდა. ბოლოს კი ისევ მისი შეხება, ისევ მისი ჩახუტება, და ისევ მისი სურნელი, ჯეონმა ისევ ჩაიკრა გულში, მაგრამ მალევე თეჰიონმა გამოიჩინა ინიციატივა დაშორების, და უხეშად მოიშორა მისი სხეული, თითქოს ვერხვდებოდა რასაკეთებდა.

ერთადერთი, რასაც ამბობდა, ის იყო რომ "იქ ბავშვი იწვა, და ტიროდა" და "აუცილებლად უნდა მისულიყო" ტკივილი მენტალურად შეწყვეტილიყო, და მხოლოდ გარეთ გაურკვევლობაში მირბოდა თეჰიონი.

ფეხებს ძლიერად ატყაპუნებდა ასფალტზე, თითქოს უფრო სწრაფად შეძლებდა მისვლას, იქ სადაც გული სთხოვდა, და მისკენ მიიწევდა. თან ჩუმად იგივეს იმეორებდა "იქ ბავშვია, ტირის"

ჯეონს სუნმი ხელში აეტაცებინა, და თეჰიონს უკან მისდევდა, თან შეძახილებსაც არ აკლებდა. თუმცა თეჰიონი ყურადღებას მაინც არ აქცევდა, უბრალოდ გარბოდა, და თავის მიზნებში მხოლოდ ის წარმოსახვითი ბავშვი იყო, რომელიც ის მტირალი ნახა.

არც კი შეუსვენია, სუნთქვისაგანაც კი თავს არ იწუხებდა, რომ არ დაღლილიყო, თუმცა ჯეონს უკვე აღარ შეეძლო სირბილი, ბავშვთან ერთად. გაჩერდა, და ღრმად დაიწყო სუნთქვა. თან მუცლის მარჯვენა მხარეს, მჭიდროდ იჭერდა ხელს ტკივილისგან, რომელიც ზედმეტმა ადრენალინმა გამოიწვია.

𝘼 𝙢𝙞𝙣𝙤𝙧Where stories live. Discover now