13 ✔

858 91 22
                                    

_მისმინე თეჰიონ, სუნმისთან რომ მივალთ, შემდეგ სახლში წავალთ, ის შენ მოგეკედლება რადგან ძალიან მოენატრე, ლოგიკურია რათქმაუნდა, თუ გინდა რომ სახლში რამენაირად ბავშვს თავი კარგად აგრძნობინო  ბანანის რძე შესთავაზე.- თითქოს რჩევა მისცა, საჭეზე ხელმოკიდული ჯეონმა, და მომენტებში თეჰიონს გახედავს, უსმენს თუ არა მის ნათქვამს.

თეჰიონი კარების სახელურს მჭიდროდ უჭერს ხელს, ჯერ კიდევ შიში იპყრობს, ტანში ჟრუანტელი უვლის, მოზრდილი მანქანების დანახვაზე ასფალტზე, რომლებიც ცდილობენ მაქსიმალურად სწრაფად დაფარონ სავალი ნაწილი.

ჯონგუკის ნათქვამზე თავს ოდნავ მაღლა წევს, ნათქვამის გაანალიზებას ცდილობს, და ჩუმად ჩურჩულებს.

_მამამისს როგორ ჰგავს - მარჯვენა ტუჩის კუთხეში ეღიმება, და ისევ გარეთ იხედება.

_რათქმაუნდა მგავს ჩვენი შვილია!- დაადასტურა ჯეონმაც, და მიახვედრა რომ რაც ჩაიბუტბუტა გაიგონა.

თეჰიონი ამაზე ცოტა გაწითლდა, სახეზე ხელები აიფარა. - შემდეგ საუბარი თავად განაგრძო.

_ბანანის რძის გამო ცხვირი გამიტეხე... - მოგონების გახსენება სცადა თეჰიონმა.

_რაღაც არ მახსოვს. - თავი გაიმართლა თავის ჭკუით ჯეონმა.

_ხო რათქმაუნდა, რაც არგვინდა იმას როგორ გავიხსენებთ - შეეპასუხა თეჰიონმა.

______________

The third memoir

_ჰეი პირველმა მე მოვკიდე ხელი.- ორივეს ერთი ბანანის რძე გაეგდოთ ხელში.

_თეჰიონ ნერვებს ნუ მიშლი, ბანანის რძე ჩემია, სხვა რამე აიღე. - უბღვერს ჯეონი, და დასაკუთრებას ცდილობს.

_სხვა რამ შენთვითონ აიღე, იონთანისთვის ვყიდულობ, და მხოლოდ ერთია დარჩენილი, სხვა მაღაზიაში წადი.

_იონთანისთვის? შენ რა გირჩევნია ძაღლს დაალევინო და ადამიანს წაართვა?

𝘼 𝙢𝙞𝙣𝙤𝙧Where stories live. Discover now