7 ✔

892 91 20
                                    

_იუნგი, სიჩქარეს მოუმატე!- ერთადგილას ვერ ისვენებს ჯეონი, და ამ წინადადებას უკვე მეათეჯერ ახლის იუნგის.

_ჯონგუკ გირჩევნია მოკეტო, და შენი დუნდულები მაგ სავარძელზე გაანავარდო, კიდევ ცოტახნით, შენ გგონია მე არ ვნერვიულობ?

"ჯანდაბა მე უნდა დავმჯდარიყავი საჭესთან" ჩაიბუტბუტა ჯეონმა ანერვიულებული, და თავზე ხელშემოწყობილი ისევ მინაში განაგრძო ცქერა.

***

ჯინი მობეზრებით აბრახუნებს შავ ხის კარზე, არც ყვირილს აკლებს თუმცა უშედეგოდ .

_ჯანდაბა ალბათ სუნმის თავის ოთახში სძინავს, იდეა მაქვს,  აქამდე როგორ ვერ მოვიფიქრე. - წარმოსთქვა და სახლს შემოუარა

ნამჯუნი მანქანაში უცდიდა, უკვე წამებს ითვლიდა, შემდეგ უკანა მხრიდან შუქები დაინახა, რომელიც თავის მანქანას უახლოვდებოდა,  დიდი ალბათობით ჯინის მეგობარს ეკუთვნოდა.

სუნმი ხმაურზე შეიშმუშნა, და ფანჯრის მხარეს გადაბრუნდა,  გოგონას ღრმად ეძინა, თუმცა ჯინი ისე ხმაურით ეძახდა, ფანჯრის გარეთა მხრიდან, შეუძლებელია არ გაეღვიძა.

_ბიძია ჯიინ? რასაკეთებ? შემაშინე, თვალების ზელვით წამოიწია გოგონა ლოგინზე.

- ბიძია ჯინ, მამიკოს დავუძახო?

_ჯინი დაიძაბა - არა, არა, პატარავ თეჰიონთან არ შეხვიდე, შენი ფანჯარა გააღე უნდა შემოვძვრე.

სუნმი ლოგინიდან ჩამოცოცდა, და ფანჯარასთან სკამი დაიდო, სკამზე ავიდა და ცდილობდა ფანჯრის სახელურის ჩამოწევას.

ორივე ხელი მიუბჯენია ჯინს ფანჯარაზე, და ცდილობს რამენაირად თვალებს მოაფაროს, რომ შიგნით შეიჭყიტოს.

_ბიძია ჯინ, ვერ ვწვდები ძალიან მაღალია, ხელი დამეღალა, იქნებ შემოსასვლელი კარი გავაღო, და ისე შემოხვიდე.

_კარგი, კარგი, პატარავ მალე კართან გელოდები.

ფანჯარას მოშორდა, და ისევ კარისკენ გაიქცა, წინა მხარეს რომ გავიდა იუნგი და შავთმიანი ბიჭი მანქანის კარებებს კეტავდნენ, და ისინიც შესასვლელი კარისკენ იძვროდნენ.

𝘼 𝙢𝙞𝙣𝙤𝙧Where stories live. Discover now