2 ✔

1.1K 115 38
                                    

თეჰიონის კაფე, დიდი პოპულალურობით სარგებლობდა, არამარტო ახლობლად არამედ სხვა უბნებშიც, ბევრი კომპლიმენტიც კი მიუღია, კლიენტებისგან.

ყავის მოყვარული არ არის, მაგრამ მის გაკეთებულ ყავას, ყველა სიამოვნებით დალევს.

ამბობენ როცა რაღაც გიყვარს, იმ შემთხვევაში ის ძალიან გემრიელი გამოგდის, რადგან გულით აკეთებო.

მაგრამ მის შემთხვევაში, ეს პირიქით იყო.

_ჯიინ, მიმართავს თეჰიონი, კაფეში ახლად შემოსულ ადამიანს.

_როგორ ხარ, თეჰიონ?

_კარგად მეგობარო, მომენატრე სად დაიკარგე? - ამბობს თეჰიონი და ეხუტება.

_თეჰიონ, გახსოვს სამსახურს რომ ვეძებდი?

_კი რაიყო, იპოვე რამე?

_კი ვიპოვე

_ვაა კარგია, სად მუშაობ?

_დაცვაში

_რაა? შენ და დაცვა? მეღადავები? შენ ვინ უნდა დაიცვა?

თეჰიონი კისკისებს და ჯინისგან "მუჯლუგუნს" იღებს თავში.

_აუჩ მეტკინა, ისე მწარე ხელი კი გაქვს, წარმომიდგენია, სახლში ქურდი რომ შემოიპარება, და შენ ჩუსტით რომ გაეკიდები.

თეჰიონი ახლა უფრო ხმამაღლა კისკისებს.

_ღმერთო შენ მიშველე - ხელები მაღლა ამართა ჯინმა, და ღმერთს დახმარება სთხოვა.

_შენ მაგდენ ტლიკინს, ყავა გამიკეთო ის ჯობია.

_კარგი, კარგი ხო ვდგები. ისე მართლა ჯინ ხუმრობის გარეშე, რის დაცვაში ხარ?

_ანუ დაცვა რაა, უბრალოდ კამერების კონტროლში ვარ.

_მეც არა ვთქვი, ამან ვინ უნდა დაიცვასთქო. სამსახურში რატომ არ ხარ?

_ღამის სმენაში ვარ.

_პფფ საწყალო, სიმართლე რო გითხრა, შემიძლია დაზუზტებით გითხრა რომ, სკამზე ჩამოგეძინება.

𝘼 𝙢𝙞𝙣𝙤𝙧Where stories live. Discover now