9 ✔

850 92 58
                                    

ჯინი განერვიულებული დადის აქეთ იქით, იცოდა რომ იუნგის კითხვას თავს ვერ აარიდებდა, სწორედ ეს ანერვიულებდა.

ამ აბების გამო შესაძლოა თეჰიონს საერთოდ დაეკარგა მეხსიერება, ჯინს ეგონა თუ წარსულს ვერ გაიხსენებდა უკეთესად იცხოვრებდა სუნმისთან ერთად, მაგრამ მწარედ შეცდა, საფრთხეში ჩააგდო, და ახლა მოუწევდა იუნგისთვის პასუხის გაცემა.

ჯინმა იცოდა რომ ჯიმინის სიკვდილში თავს დაიდანაშაულებდა თეჰიონი, სულაც რომ არ ყოფილიყო დამნაშავე მაინც იტყოდა, რომ მისი ბრალი იყო, და საჭესთან თავად უნდა დამჯდარიყო.

მას ბავშვობიდან იცნობს, და იცოდა რომ წარსულს თავს ვერ დააღწევდა.

_მგონი სალაპარაკო გვაქვს ხო? - პალატიდან გამოვიდა იუნგი, და მოსიარულე ჯინს სახეში მიახალა სიტყვები.

_ბიძია ჯინ!

დერეფნის ბოლოს მდგარმა გოგონამ ჯინი დაინახა, და მისკენ გაიქცა, მალევე გამოჩნდა უკან ჯონგუკი, ხელები აღმართა მაღლა, თითქოს იმისთქმას ცდილობდა, დამნაშავე არ ვარო და ისიც მათ უახლოვდებოდა.

_ბავშვთან არ გინდა გთხოვ - ჯინი იუნგის
მიუტრიალდა, და იუნგიმაც თავი შეფერხებით დაუქნია.

ახლა უკვე მოახლოებულმა სუნმიმ, თავის ტრიალი დაიწყო გარშემო, თითქოს რაღაცას ან თუნდაც ვიღაცას ეძებდა.

_ბიძია ჯინ მამიკო სად არის? არ გაუღვიძავს? ის ყოველთვის ადრე იღვიძევს სამსახურისთვის.

_მას ახლა სძინავს სუნმი, რადგან ბევრი სამსახურისგან გადაიღალა, ის მალე გაიღვიძებს, და მერე შეძლებ მის ნახვას, მოდი ბიძია ჯინთან.

_ჯონგუკ წამოდი ცოტა ვისაუბროთ - მიმართა იუნგიმ და ჯონგუკს, კაფეტერიისკენ გაუძღვა.

მაგიდასთან მოთავსდნენ, იუნგიმ თითები ახლართა, და მაგიდაზე დააყრდნო მთლიანი მკლავები, და თავი ჩახარა.

_იუნგი თეჰიონზე რა ისმის? - ახლა უკვე მომზადრბულმა ჯეონმა, პირველი დაიწყო საუბარი.

𝘼 𝙢𝙞𝙣𝙤𝙧Where stories live. Discover now