11 ✔

854 94 28
                                    

_შენ და ჯონგუკს შვილი გყავთ, სწორედ ის გოგონა ჯონგუკს ხელში რომ ეჭირა. -იუნგიმ წინადადების დაასრულების თანავე თეჰიონს ახედა, რომელსაც გაურკვეველი ემოცია ჰქონდა სახეზე აღბეჭდილი, და ცდილობდა წინადადება ისე დაეწყო, რომ იუნგის ნათქვამი თითქოს მოესმა, და სიტყვების გადაკეთებას ცდილობდა, თავის ჭკუით გონებაში.

_თეჰიონ მისმენ? - როცა გააცნობიერა იუნგიმ რომ თეჰიონს გონება გაფანტული ჰქონდა, და სულ სხვაგან დაფრინავდა, ისევ შეეცადა ყურადღების მიქცევას.

_ჰიონ წყალი მომაწოდე! - თეჰიონი შეეცადა თავი აერიდებინა იუნგის ნათქვამს, სანამ იუნგიმ უკან ტუმბოზე დადებული წყლიანი ბოთლი დაიტაცა, თეჰიონმა მოასწრო თავის თითებზე დახედვა, ოცნებობდა რომ ბეჭედი არ ჰკეთებოდა, და ასეც მოხდა, თითები მართლაც თავისუფალი ჰქონდა აქსესუარებისგან.

თეჰიონმა ბოთლიდან წყალი ისე მოსვა, ტუჩები არც შეჰხებია ბოთლის ზედაპირს.

_ძველი ჩვევები - ჩაიფრუტუნა იუნგიმ, მიხვდა რომ თეჰიონი ძალით წელავდა დროს, და თემას გაურბოდა, რადგან უკვე შეამჩნია რომ წყალს მწყურვალებით კი არსვავდა, არამედ თავის თავს ეწინაღმდეგებოდა, და ორგანიზმში დიდი რაოდენობით წყალს უშვედა, ბოთლი ხელიდან გამოჯგლიჯა, და გვერძე გადადო.

_უნდა მომისმინო, რატომ არ მისმენ? შენ გელაპარაკები! - თვალები მიაპყრო თეჰიონს, და ბრძანებლობა სცადა.

_იუნგი ჰიონ ტუალეტში მინდა... - იუნგის ნათქვამი სულ არ გაუთვალისწინებია თეჰიონს, ისევ თავის აზრს აწვებოდა.

_არანაირი ტუალეტი, და არანაირი წყალი, ახლა დაჯდები და იმას გააკეთებ რასაც გეტყვი, თუ არ გინდა რომ ყველაფერი გაგახსენდეს წლების შემდეგ, და შენს შვილს სძულდე, დამეთანხმებოდა ის თეჰიონი, რომელიც მასთან ერთად თამაშობდა, და ერთობოდა, რომ ამას ვერ გადაიტანდა, და რომ ვამბობ რომ ამ თემის თავის არიდებით წლების შემდეგ ისევ შენ დაიტანჯები, ესეიგი სიმართლეს ვამბობ, მე შენზე ვზრუნავ თეჰიონ უნდა გამიგო.

𝘼 𝙢𝙞𝙣𝙤𝙧Where stories live. Discover now