19 ✔

789 80 17
                                    

ჯეონი სუნმის მიტანილ ამბავზე, რომელიც ეუბნებოდა რომ თეჰიონს რაღაც სჭირდა, და იატაკიდან არ დგებოდა, დაფეთებული გაიქცა თეჰიონთან, დასარწმუნებლად რომ მას მართლაც არაფერი უჭირდა.

მაგრამ თეჰიონი კარის ზღრუბლზე, მუხლებზე დამხობილი, თვალდახუჭული, და თავზე ხელმიბჯენილი ცდილიბდა ტკივილის დაამებას.

ჯეონმა დაინახა თუ არა, მასთან მიირბინა და ისიც იმავე პოზაში თეჰიონის მოპირდაპირე მხარეს ჩაიკუზა, ხელები მის ხელებს შეახო, და ნელი მოძრაობით ეცადა, თეჰიონის თავიდან მოშორებას.

ენდო, ხელები ჯეონის ხელებს გააყოლა, თუმცა თვალებს მაინც არ ახელდა, არ ახელდა, იმიტომ რომ ეშინოდა, რომ სუნმის დანახვაზე ტკივილი კვლავ შეუბრუნდებოდა. თუმცა ჯეონის თითის ბალიშები იგრძნო სახეზე, და მაშინვე დანებდა. თვალები მოადუნა, და ნება მისცა შავი სამყარო გაეფერადებინა.

გაახილა, ახალი მოგონების დანახვაზე კი ტკივილი შეწყდა, ჯეონის დანახვაზე ტკივილი შეწყდა, და წამის მეასედში აეკრო გულზე. ჯეონმა ამოისუნთქა, და მანაც მოჰხვია ხელები მის ზურგს.

ბაგეები რამდენჯერმე გააცმაცუნა ჯეონმა, საუბრის წამოწყებას ცდილობდა, თუმცა არ უშვებდა თეჰიონი ხელებს. მჭირდოდ ჰხვევდა წელზე, ისე მჭიდროდ რომ ჯეონსაც სტკენდა თუმცა არ იმჩნევდა. თეჰიონს როგორც ჩანს ძალიან ეტკინა, და წამალი ჯეონის ჩახუტებით იშოვა.

_თეჰიონ...- როგორც იქნა ამოიზმუილა ჯეონმაც, რამდენიმე წუთიც კი დასჭირდა ამ ერთი სიტყვის წარმოსათქმელად, და წელზე გაუთათუნა ხელები, გამოსაფხიზებლად.

სუნმი? სუნმი უბრალოდ იდგა მხრებ ჩამოშვებული. ემოცია სრულიად წაშლოდა სახიდან, ტუჩები ოდნავ ერთმანეთს დაეშორებინა, და მიახლოებას ცდილობდა ხელის წინ გაწვდით. სადაცაა შეეხებოდა გოგონა, პატარა თითებით მის წელს, თუმცა უეცრად უკან დაიხია, როდესაც თეჰიონი უეცარი გადაწყვეტილებით, ჯონგუკს მოშორდა.

𝘼 𝙢𝙞𝙣𝙤𝙧Where stories live. Discover now