18 ✔

803 89 16
                                    

დილით მზე რომ არა, ვერცერთი ვერ დააღწევდა თავს გაღვიძებით, ოთახში ჩამოწოლილ სიბნელეს. პირველი მაინც თეჰიონის სახეს დაეცა, მჭრელი სხივები, და მალევე გაახილა თვალები წუწუნით. თუმცა ენა მალევე ჩაიგდო, ჯონგუკის დანახვაზე, რომელსაც მზე საერთოდ არ უშლიდა ხელს ძილში. შესაძლოა თეჰიონის წუწუნზე მასაც გაეღვიძა.

არ გააღვიძა, პირიქით, მზესაც ხელი შეუშალა თავის მოვალეობაში, და ფარდები აუფარა წინ, ჯონგუკის დასაცავად. თვითონ მალევე ჩაიცვა, ჯონგუკს გახედა მძინარს, და ჩაეცინა, სულ შიშველი იწვა, ნეტავ რატომ? მაგრამ შეგნებულად ფარავდა ზეწარი ჯონგუკის სიშიშვლეს, თითქოს მაინც რეპუტაციით იცავდა, მაგრამ რაღა აზრი ჰქონდა? მოსახდენი მოხდა, და ვიღას რაღაში აინტერესებდა, შიშვლებს დაინახავდნენ ერთმანეთს, თუ არა.

_ვნახოთ, როგორ ხასიათზე გაიღვიძებ - ჩაიჩურჩულა, და თავის მოსაწესრიგებლად აბაზანისკენ აიღო გეზი.

რაღაც უნდა მოემოქმედა, მეხსიერება უნდა დაებრუნებინა როგორმე, მაგრამ ამას მარტო ვერ შეძლებდა, ვიღაც უნდა დაეხმაროს, ვიღაც უნდა დაეხმაროს. - სიტყვებს იმეორებს, თითქოს ფიქრში ეხმარება ეს მოქმედება.

_სუნმი - ხმადაბლა წამოიყვირა, და აბაზანიდან ნელი ნაბიჯებით გამოვიდა, ახლა უკვე მოწესრიგებული, სუნმისთან წასასვლელად.

ოთახიდან ფრთხილად დააღწია თავი, ისე რომ მძინარე ჯონგუკი არ გაეღვიძებინა, გოგონას ჯერ კიდევ ეძინა, მზისგან გასაკვირად, თბილ საწოლში, და ნელა დაბალანსებულად ფშვინავდა.

ოთახში შესვლისთანავე გაეღიმა თეჰიონს, გოგონას დანახვისას, ბავშვები ყოველთვის უყვარდა, და როგორც აღმოჩნდა სუნმი ყველა ბავშვზე მეტად უყვარდა, როგორც საკუთარი შვილი, და მას უნდა გაეხსენებინა აუცილებლად, უნდა გაეხსენებინა.

გოგონას გაღვიძება მოუწევდა.  როგორც სჩანს ძილი ჰყვარებია, მზის მიუხედავად, ძილს თავს რომ ვერ ართმევს. საწოლთან დაიხარა, და ჩუმად ჩასძახა ყურთან ახლოს.

𝘼 𝙢𝙞𝙣𝙤𝙧Where stories live. Discover now