21 ✔

1.7K 119 74
                                    

თუმცა თეჰიონმა ბავშვთან მიახლოებულ ჯეონს ხელი უხეშად გააშვებინა.

გაურკვეველი მზერა მიაპყრო ჯეონმა, ბავშვთან ჩახუტებულ თეჰიონს. წამიერად გულზე ჩხვლეტა იგრძნო,, ოდნავ დასამშვიდებლად უმტკინვეულოდ მიირტყა გულზე დამუშტული ხელი, ერთი ამოახველა და ისევ თვალი გაუსწორა რეალობას.

_თეჰიონ?! - იმედგაცრუებულად მიმართა ჯეონმა, თუმცა იგნორი მიიღო საპასუხოდ. ისევ დაუძახა, მაგრამ თეჰიონი შეგნებულად არ სცემდა პასუხს, და მთელი ყურადღება სუნმიზე ჰქონდა გადატანილი.

მალევე თეჰიონმა ბავშვი ხელში აიყვანა, ძირზე დაყრილ მინას გადაატარა ხელში აყვანილს, რომ არ დაშავებულიყო გოგონა, და ისე გაიყვანა კაფის გარეთ, მეტად უსაფრთხო ადგილას. შემდეგ ჩამოსვა, ხელი ჩაჰკიდა და ვითომც არაფერი ისე განაგრძო სახლისკენ სვლა.

ჯეონმა თავი გააქნია, თითქოს ინანა,  ის რაც გააკეთა, დარწმუნდა რომ თეჰიონი მხოლოდ ბავშვისთვის ცხოვრობს. მაგრამ ისევ უნდა სცადოს, არ დანებდება ასე ადვილად, ბოლოს და ბოლოს მისი ქალიშვილიცაა.

ჯონგუკმაც დააღწია თავი კაფეს, და ფეხ აჩქარებული კაფისგან ბევრად მოშორებით მოსიარულე თეჰიონს, აედევნა უკან.

ასე არ უნდა ხდებოდეს, განა რამე დააშავა, თუმცა როდისაა ცხოვრება შენ სასიკეთოდ? რაღაც ხომ მაინც უნდა მოხდეს, რომ განხეთქილება გამოიწვიოს სხვის ცხოვრებაში, მაინც რა ეტაკა თეჰიონს? რით დაიმსახურა ეს ჯეონმა? მან ხომ დახმარება გაუწია, შეეცადა რომ შეჰყვარებოდა თეჰიონი, და ახლა რა? მიაგდო და წავიდა, ამას მიზეზი ხომ უნდა ჰქონდეს? აუცილებლად გაარკვევს ჯეონი, თავს და ვერ დააღწევს ამას თეჰიონი, რაც არუნდა ყოფილიყო, ჯეონი დამნაშავე ამ შემთხვევაში საერთოდ არაა.

თეჰიონსაც არ უნდა ის რაც ხდება, თუმცა მაინც ეშინია, ყოველთვის გოგონას მშობლების შიშში იყო, კარზე ზარსაც კი ვერ იტანდა, სანამ გარედან არ დაიძახებდნენ, და საბოლოოდ არ გაიგებდა ვინ იდგა კარის უკან, იქამდა არ აღებდა, სახლში რომც ყოფილიყო.

You've reached the end of published parts.

⏰ Last updated: Apr 06, 2020 ⏰

Add this story to your Library to get notified about new parts!

𝘼 𝙢𝙞𝙣𝙤𝙧Where stories live. Discover now