იაკუძა — ტრანსნაციონალური დანაშაულებრივი ორგანიზაცია და მაფიური სინდიკატი იაპონიაში. იაკუძა ცნობილია მისი მკაცრი დანაშაულებრივი კანონებით და ბუნებით. მათ გააჩნიათ დიდი გავლენა იაპონურ საზოგადოებაში და მისი წევრების რაოდენობა 100 000 კაცზე მეტს ითვლის მთელი მსოფლიოს მასშტაბით. იაკუძა მიჩნეულია, როგორც ნახევრად კანონიერი ორგანიზაცია.