- რა ჯანდაბაა?! - წამოიყვირა ბექიონმა.
- მთელი საცავი, მაღაზია და ეს კაციც კი, ლი სუმანის ფერამონით ყარდნენ - ავტომობილიდან სწრაფად გადავიდა და მობილურზე თავის ხალხს დაურეკა - რესტორანი ××× ის ავტოსადგომი - მხოლოდ ადგილმდებარეობა თქვა და გათიშა, შემდეგ ბექიონი გადმოიყვანა და შენობაში შევიდა.
- ახლა სად მივდივართ? - ბექიონი სერიოზულად იყო შეშინებული.
- ნუ გეშინია - ჩანიოლის ტონზეც კი ტანში სცრიდა, ალფამ ომეგა საპირფარეშოში შეათრია, უცებ ნაკლებად კლასიკური ტანსაცმელი ჩაიცვა და ძველი იქვე დატოვა - მომისმინე, ახლა შევხვდებით დიოს და ჯონგინს, არცერთმა არ უნდა იცოდეს ჩემი ნამდვილი ვინაობა, ჯონგინს დააჯერე რომ მომავალი ან ძველი თანამშრომელი ვარ.
- მ-მე... - სხეულს და ხმას ვერ იმორჩილებდა - იაკუძა მართლაც რომ სისხლის მსმელი კლანია...
- შენ რა პირველად შეესწარი მკვლელობას, მაღაზიაში ის კაცი კინაღამ მოკალი და მეგონა... - ჩანიოლიც არანაკლებ დაიბნა.
- მე თავს ვიცავდი...
- მაპატიე - ომეგა ძლიერად ჩაიხუტა და მის დასამშვიდებლად ფერომონები გამოიყენა.
- კარგი, მოდი წავიდეთ მათთან, ყველაფერს ისე გავაკეთებ როგორც გინდა, მხოლოდ ერთი წინადადება მაქვს... - ომეგამ ალფა მოიშორა.
- ბექიონ, ის რომ არ მომეკლა შენ მოკვდებოდი, ან მე, ან ორივე... შენ რა ეს გინდოდა? - ჩანიოლს ადამიანებით მანიპულირება საკუთარი სურვილის გარეშეც შეუდარებლად გამოსდიოდა.
- არა... უბრალოდ მომისმინე...
- ამაზე მერე ვილაპარაკოთ - მაჯაში ხელი ჩასჭიდა და საპირფარეშოდან რესტორნის ჰოლში გაიყვანა.
"აიშშშ... არც მცლის ლაპარაკს, სულ ასეთი იყო? ჰო რა თქმა უნდა, ამ დროის განმავლობაში თავის მხოლოდ დადებით და სიყვარულით სავსე მხარეს მაჩვენებდა, რაც არ უნდა იყოს ჩანიოლი იაკუძაა, სასტიკი ადამიანი, რომელიც ტრადიციებს არასოდეს უღალატებს".