- შენთვის ახალი საქმე მაქვს, ერთი საათის წინ, მთავარ აეროპორტში ჩრდილოეთ კორეის მეორე პირის, ლი სუმანის თვითმფრინავი ავარიაში მოყვა, დანარჩენ დეტალებზე უკვე ამ დოკუმენტებიდან შეიტყობ - შუახნის მამაკაცმა ალფამ, ბექიონს საბუთები გაუწოდა - შენი იმედი მაქვს ბექიონ.
ბექიონის უფროსი ძალიან კეთილი მამაკაცი იყო, ის დიდ პატივს სცემდა ომეგებს და ბექიც არ იყო გამონაკლისი, მთელი გამომძიებლად ყოფნის განმავლობაში ალფა გვერდში ედგა მას და არავის აძლევდა ბიჭის დაჩაგვრის უფლებას.
ბიონ ბექიონი ასე ვთქვათ "იშვიათი ეგზემპლარი" იყო, ომეგებს ყოველთვის ჩაგრავდნენ და ძალადობის მსხვერპლებად აქცევდნენ, ხშირ შემთხვევაში ყველაფერი თვითმკვლელობით სრულდებოდა ხოლმე, მაგრამ ბექიონი იმ ომეგების კატეგორიაში შედის, რომელებსაც გამბედაობა ჰყოფნით რომ წინააღმდეგობა გაუწიონ ალფებს, ბიჭს არაფრის ეშინოდა და არასდროს აძლევდა ალფებს მასზე ზემოქმედების და ძალადობის უფლებას, ერთი სიტყვით მებრძოლი ომეგა იყო, რომელიც ყველაფრის და მიუხედავად ყოველთვის აღწევდა თავის მიზნებს.
- რათქმაუნდა ბოს, მე მზად ვარ! - მხიარულად წამოიძახა და კაცის გაწვდილი ფურცლები პირველივე წამს გადაათვალიერა - ჩასაჭიდი ფაქტობრივად არაფერია, ყველაფერი დაიწვა.
- მხოლოდ კამერების ვიდეო ჩანაწერის იმედზე ვართ - მძიმედ ამოიხვნეშა მამაკაცმა - სულ ორი თვითმხილველი გვყავს. იმის გამო რომ ლი სუმანის ჩვენს ქვეყანაში ჩამოსვლა არაოფიციალური და მაქსიმალურად დაფარული იყო ის მხოლოდ ორ ადამიანს და მერს ჰყავდა ნანახი. რას ფიქრობ, ვის შეიძლება სცოდნოდა მისი სამხრეთ კორეაში ჩამოსვლის შესახებ?
- არ მინდა ასე პირდაპირ ხელი დავადო ორგანიზაციას, რომელიც რთულ მომენტში გვერდით გვედგა, მაგრამ არც ის არ უნდა დავივიწყოთ თუ რამხელა ზარალი მოაქვს მათ არსებობას - თვალებში მიაჩერდა უფროსს.