You're somebody else

168 23 43
                                    

დიდად არაფერ შუაშია ფიკთან... უბრალოდ ძალიან მომწონს ☺️ და ჰო წერისას ვუსმენდი...

- მამაშენს გავხარ... - ჩანიოლი მიხვდა რომ ზედმეტი წამოსცდა.

- მამაჩემს? მას საიდან იცნობ? - ბექიონს გაოცება კიდევ არ მოშორებია სახიდან.

- მამაშენი და მამაჩემი დიდი ხნის მეგობრები იყვნენ, მთელი ახალგაზრდობა ერთად გაატარეს, მამაშენი უძლიერესი გამომძიებელი იყო და იაკუძას დახმარება სთხოვა...

- რაში სჭირდებოდა მამაჩემს თქვენი დახმარება? - ჩაეძია ბექიონი.

- იაპონია და ჩრდილოეთ კორეა ყოველთვის ასე ომობდნენ, უარესადაც კი, მამაშენს დაზვერვის დახმარებით ჩრდილოეთ კორეის საზღვარზე გადასვლა უნდოდა, მაგრამ ჩვენი დახმარების გარეშე ამას რათქმაუნდა ვერ შეძლებდა.

- შემდეგ? - ბექიონის დაინტერესებული სახის დანახვისას ჩანიოლმა ცალყბად ჩაიცინა.

- რათქმაუნდა მამაჩემი დაეხმარა თავის ძმაკაცს საზღვარზე გადასვლაში და თან თავისი ხალხი გააყოლა... მაგრამ ყველაფერი ცუდად წავიდა...

- მამაჩემის სიკვდილს გულისხმობ?

- მომისმინე... მამაშენი იყო ყველაზე მნიშვნელოვანი ადამიანი მამაჩემის ცხოვრებაში, ისინი ბავშვობიდან ერთად იზრდებოდნენ, ისე ახლოს იყვნენ ერთმანეთთან რომ ძმებისგან ვერც განასხვავებდი... მაგრამ მამაჩემმა შეცდომა დაუშვა მას ცხოვრებაში პირველად გამოეპარა პატარა დეტალი გეგმიდან და ამით ყველაფერს ბოლო მოუღო...

- ესეიგი შენ იმის თქმა გინდა რომ მამაშენის გამო მამაჩემი მოკვდა? - ომეგას ტანში ჟრუანტელმა დაუარა.

- არვიცი ბაეკ... მე მეტი არაფერი ვიცი - ამოიხვნეშა შეწუხებულმა ალფამ.

"დაიცადეთ... ახლა მან ბაეკი მიწოდა? ბაეკი... ბაეკი... ბაეკი... ღმერთო დიდებულო... ალფა კი არა გარყვნილების ღმერთია... როგორ ამოიხვნეშა..."

Sweet Yakuza [დასრულებული]Where stories live. Discover now