Show must go on

392 30 13
                                    

ორ სართულიანი სახლის ერთ-ერთ ოთახში ფანჯარასთან იჯდა შუახნის მამაკაცი და ვიოლინოზე მისი ცოლისთვის დაწერილ ლამაზ სიმფონიას უკრავდა, შიგადაშიგ თვალებს ნაბავდა და ტკბებოდა იმ ყვირილის ხმით რაც სახლის პირველი სართულიდან ისმოდა, თითქოს და ეს ყელის გაგლეჯვამდე ყვირილი სიმღერას უფრო ლამაზს ხდიდა... ასე მხოლოდ მას ეგონა... ცოლი და ვაჟები, რომლებიც ოთახებში გამოკეტილები იყვნენ და ელოდნენ ჯოჯოხეთურ ცეცხლში ამოწვას, სწრაფ, უმტკივნეულო სიკვდილს ნატრულობდნენ...

სიმღერის ტემბრი უფრო და უფრო ჩქარი, დაუნდობელი ხდებოდა, ისევე როგორც ცეცხლი, რომელიც მთლიანად მოედო პირველ სართულს და კაცის ოჯახი ფერფლად აქცია...

ერთადერთი ვინც ამ "ჯოჯოხეთურ ცეცხლს" გადაურჩა იყო შვიდი წლის ბიჭუნა, სატანის მელოდიის დამკვრელის უმცროსი ვაჟი...

ამ შემთხვევიდან ოცი წელი გავიდა, ამბავი სისხლისმსმელ იაკუძაზე, რომელიც ჭკუიდან შეიშალა და ცოლ-შვილთან ერთად თავი დაიწვა, სადღაც მიიკარგა, უკვე აღარავის ახსოვდა და ადარდებდა ტკივილი, რომელიც გადარჩენილ ბიჭს ყოველ ღამე აწუხებდა... ეს პატარა ბიჭი, დიდ უშიშარ კაცად იქცა... მამაზე უფრო მკაცრ და დაუნდობელ ადამიანად გაიზარდა. ობლად დარჩენილმა თავისი მამის საქმეს სრულწლოვნობიდანვე მოჰკიდა ხელი.

ჩანიოლი შემოქმედი ადამიანი იყო, მამის მსგავსად, მუსიკის საშუალებით თავის ტკივილს გამოხატავდა, ტკივილი არა ფიზიკური, რომელიც ცალი თვალით მხედველობის დაკარგვით იყო გამოწვეული, არამედ სულიერი მარტოობის იყო... სანათესაოს მხრიდან ბიჭს მხარში არავინ ედგა, მამის თვითმკვლელობის შემდეგ ყველამ ზურგი აქცია. ერთადერთი ადამიანი ვისთანაც ჩანიოლს კონტაქტი ჰქონდა, მისი სკოლის დროინდელი მეგობარი, კიონგსუ იყო... კიონგსუ საოცარი ხმის მქონე, დაბალი, დიდტუჩება ბიჭი, რომელიც როგორც მეგობარი ყოველთვის მის გვერდით იყო, მაგრამ  ჩანიოლისთვის უბრალო მეგობარი საკმარისი არ იყო, მას სჭირდებოდა საყვარელი ადამიანი.

Sweet Yakuza [დასრულებული]Where stories live. Discover now