Omaaaa

135 22 89
                                    

ჩანიოლს სასწრაფო საქმე გამოუჩნდა და ოთახი დატოვა, ჯუნმიონი და იფანი კი ისხდნენ ერთმანეთის პირისპირ და დუმდნენ.

- შენთან სალაპარაკო მაქვს - სერიოზული ხმით თქვა კრისმა.

- რაიყო ხომ არ შეგიყვარდი იმ ღამის შემდეგ? - ჩაიცინა ომეგამ, მაგრამ კრისი დუმდა - დაიცადე ახლა არ მითხრა რომ...

- ლაპარაკი დამასრულებინე, მაგ კითხვაზე მგონი უკვე შესაფერისი პასუხი გაგეცი - ჩაიცინა ალფამ.

- შენი ჰორმონებით კინაღამ მომკალი და ამას შესაფერის პასუხს ეძახი? - სუჰო უკვე მზად იყო კრისისთვის მერედ შემოერტყა.

- რატომ ხარ ასეთი ემოციური? - პირდაპირ თვალებში მიაჩერდა - შენ ხომ არ შეგიყვარდი შემთხვევით, ტყუილად ნუ გაიჩენ იმედებს, მე და ომეგის სიყვარული? - ჩაიცინა - რა სისულელეა.

- ჰო, შენ ხომ ომეგები მხოლოდ სათამაშოდ გინდა.

- აბა სხვა რისთვის ვარგიხართ?

- ნელ-ნელა უფრო და უფრო ვრწმუნდები რომ ჩანიოლი იდეალური ალფაა, ბექჰიონი რომ არა იქნებ შანსიც მქონოდა... - ალფის გასამწარებლად ტუჩზე იკბინა. კრისი რაღაც უცნაურმა გრძნობამ აიტანა, უცებ მოუნდა რომ ჩანიოლი დედამიწის ზურგიდან გაექრო, მაგრამ თავის გაკონტროლება სცადა და არ შეიმჩნია მოწოლილი გრძნობები.

- ტყუილად კი არ ვამბობ რომ ომეგები მხოლოდ იმისთვის არსებობთ რომ ვიღაცამ კარგად გიხმაროთ - გულიანად გადაიხარხარა და დაამატა - ჩემი იმედი ნუ გექნება მაგ საქმეში - ადგა, პიდჟაკი შეისწორა და ოთახი უსიტყვოდ დატოვა.

- ნაძირალა ხარ კრის ვუ...

ჩანიოლმა სასწრაფო საქმე მოიმიზეზა ხოლო სინამდვილეში ბექიონის სანახავად მის სახლში წავიდა, მაგრამ იქ არავინ დახვდა.

- ბიონის სახლთან რატომ არ ხართ? - ერთ-ერთ დაცვას დაურეკა, რომელიც ამ დროს ბექიონთან ერთად იმყოფებოდა.

Sweet Yakuza [დასრულებული]Место, где живут истории. Откройте их для себя