- გამარჯობა ძამიკო, ნუ რა თქმა უნდა თუ შეიძლება საერთოდ შენთვის ამ სახელის დაძახება - კაცი ირონიული სიცილით მოშორდა კუთხეს.
ჩანიოლს სხეულზე ყველა კუნთი დაეძაბა, ბექიონს წინ გადაუდგა და საკუთარი სხეულით დაფარა.
- ნუ გეშინია შენი ომეგა არ მჭირდება, მე აქ მშვიდობით მოვედი.
- თუ შენ მშვიდობიან დაბრუნებას ყოველ ჯერზე ამდენი ადამიანი უნდა შეეწიროს, საერთოდ ნუღარ დაბრუნდები.
- ისევ ისეთი საყვრელი ხარ ჩანიოლ როგორიც ბავშვობაში, მოკლედ არ დავიწყებ ახლა აქ დრამებს და ძმობის დაკარგული წლების ანაზღაურებას - ალფა თავის "ძმას" პირისპირ დაუდგა, მის ზურგს უკან შეშინებული ომეგა და შემდეგ თავად პაკი შეათვალიერა - მე ჩემი წილი მჭირდება.
- ზედმეტად ნაგლი ხომ არ ხარ? - ჩანიოლს ჩაეცინა და მთელი სტრესი მოეხსნა - იაკუძას კლანისთვის ოცი წლის წინ მოკვდი.
- ჩემი უკან მიღება მოუწევთ.
- ერთი ეს მითხარი "ჩემო საყვარელო უფროსო ძამიკო" - ცინიკურად ჩაიცინა მაღალმა - მთელი ამ ოცი წლის განმავლობაში სად იყავი?
- ეჰ ჩანიოლ... მე აქ იმისთვის მოვედი რომ კარგი რამ შემოგთავაზო, ამ დროის განმავლობაში ისევ და ისევ ძალით, ოფლით და სისხლით ყველაფერი ნულიდან დავიწყე და საკუთარი კლანი შევქმენი, აბა თუ გამოიცნობ ვინ ძარცვავდა შენს რამოდენიმე ტონიან გემებს - იუტას ჩაეცინა და იქვე სკამზე მოთავსდა, აჩრდილი გრძელი, სისხლის ფერი თმები სახეზე ჰქონდა მიმოყრილი მარჯვენა ფეხი კი მარცხენაზე შემოდებული - არაფერი პირადული, უბრალოდ შენი ყურადღება მჭირდებოდა, მაგრამ ამ ომეგამ თავისი გამოჩენით გეგმა გამინადგურა, ამიტომ შენი ყურადღება ლი სუმანის გამოყენებით მივიქციე.
- შეგეძლო უბრალოდ მოსულიყავი, ესეც საკმარისი იქნებოდა.
- უბრალოდ მოუსმინე მწარე სიმართლეს და გაიგებ როგორ შეაფურთხა მამაშენმა იაკუძას კლანის სახეში - იუტას სახე მომენტალურად დაუსერიოზულდა - შენი ძვირფასი პაკი, მამაჩემი არაა, მამაშენმა მამაჩემის ადგილი და სახელი მიისაკუთრა რაღაც საცოდავი გარიგების გამო.