Happy End

151 16 39
                                    

კრისმა ბარგი ჩაალაგა, სასწრაფოდ იყიდა კორეაში გასაფრენი ბილეთი და რამოდენიმე საათში უკვე შუაგულ ტყეში, საშუალო ზომის ხის სახლთან იდგა და შესვლას ვერ ბედავდა, შემდეგ მობილური ამოიღო და სუჰოს დაურეკა.

- როგორ ხარ პატარავ?

- კარგად, თავად? - სუჰოს "მკაცრი" ხმის გაგონებისას ყურებამდე გაიღიმა, გულში უსაზღვრო სითბო ჩაესხა, ბედნიერი იყო რომ თავის ომეგას რამოდენიმე ნაბიჯი აშორებდა.

კრისმა ფანჯარაში სუჰოს ზურგი დაინახა, როგორც ჩანს ბიჭი გამათბობელთან იდგა.

- ცუდ დროს ხომ არ ვრეკავ? - ალფა ხეს მიეყრდნო.

- ახლა რაღაც საბუთებზე ვმუშაობ... მოგვიანებით რომ დაგირეკო? - ჯუნმიონი სახით ფანჯრისკენ შეტრიალდა, ხმა კი ჰქონდა ყინულივით ცივი, მაგრამ კრისს სუფთად შეეძლო ომეგის ღიმილის ყურება.

- თავს გაუფრთხილდი პატარავ, მაგ გამათბობელს რომ მოშორდება უცებ შეგცივდება - ალფამ სიცილი ვერ შეიკავა.

- ჩემს სახლში კამერები დააყენე? - სუჰო გიჟივით აცეცებდა თვალებს.

- ეჰ პატარა სულელო ომეგა, ჩემო ომეგა...

ჯუნმიონს ყურებამდე გაეღიმა და გვერდით კედელს მიეყრდნო.

- აქ რომ იყო ამას არც გეტყოდი... მომენატრე კრის - თავისუფალი ხელით საკუთარ თავს მოეხვია.

- კარი გააღე პატარავ.

- კარი? - ომეგას თვალები გაუფართოვდა - ახლა არ მითხრა რომ...

- კი პატარა კორეაში ვარ და შენი სახლის წინ ვდგავარ.

სუჰომ ზარი გათიშა და თხელი ტანსაცმლით გაყინულ ეზოში გავარდა, როგორც კი კრისი დაინახა მისკენ გაიქცა და მთელი ძალით მოეხვია, კრისმა წელზე მოხვია ხელები და მის ყელში გაყინული ცხვირი ჩარგო. არაფერს ამბობდნენ, უბრალოდ ერთმანეთს ეხუტებოდნენ და ცდილობდნენ ერთმანეთთან განშორების ტკივილი ერთმანეთის სითბოთი გადაეფარათ. კრისმა ომეგა ხელში აიყვანა, სახლის კარი ფეხით შეაღო და ბიჭი სავარძელზე დააწვინა, ქურთუკი მაშინვე გაიძრო და ომეგას ზემოდან მოექცა.

Sweet Yakuza [დასრულებული]Tempat cerita menjadi hidup. Temukan sekarang