Soju

104 22 63
                                    

ჩანიოლის პირადმა მზარეულმა და მოახლეებმა უნაკლო, პირველი კლასის სუფრა გაამზადეს, მაგიდას როგორც ამბობენ "ჩიტის რძეც არ აკლდა". ბიჭები დიდ ხის მაგიდას შემოუსხდნენ და ჭამა დაიწყეს.

- მოდით დღეს ცოტა დავისვენოთ, ჩანიოლ სოჯუ გაქვს? - ბექიონს ყველაფერი ისე მოსწონდა რომ მზად იყო სიხარულისგან "ყურებზე დამდგარიყო".

- გინდა გამოგვათრო და ყველაფერი დაგვაფქვევინო არა? - მსახიობურად კარგად გათამაშებული სახით უთხრა სუჰომ და ცალი წარბი ასწია.

- ხომ ვთქვი, შემოგზავნილი ჯაშუშია - სუჰოს კრისი აყვა.

- მართალი ხარ - ბექიონის კმაყოფილ სახეზე ყველას გაეცინა.

- ხომ ვამბობ, სასწაული ბიჭია, იაკუძას ბოსს ისე აცინებს როგორც სუნთქავს.

- გეყოთ ცანცარი, ზრდასრული მამაკაცები ხართ - ხმა დაისერიოზულა ჩანიოლმა.

- ნატაიმც შენ არ მომიკვდე რა - წამოაყრანტალა ბექიონმა და ბიჭებს ხარხარი დაეწყოთ - რაო როგორ ენაზებოდი იმ პინგვინს?

- რაიყო, ხომ არ ეჭვიანობ? - ცალი წარბი აწია აფლამ.

- რა სისულელეა - თვალები აატრიალა ბექიონმა და დანარჩენებს უჯიკა რომ გაჩუმებულიყვნენ.

- მოდით დავლიოთ - ჩანიოლმა მოახლეს ერთი შეკვრა სოჯუ დააბარა.

- მაინც აგალაპარაკებთ, დაიმახსოვრეთ! - ცხვირი აიბზუა ბაეკმა.

- ერთადერთი ვისაც ენა ჯერ არ გაუჩუმებია შენ ხარ - ჩაიცინა პაკმა.

- დაიცადეთ, რაო ბექიონ, რა პინგვინი ახსენე? - გვერდით მიუჩოჩდა კრისი.

- კრის ცეცხლე! - ჩანიოლმა კრისს შემწვარი ქათმის ბარკალი პირდაპირ პირში გათხარა, კრისი და სუჰო გაოგნებას ვერ მალავდნენ, ბექიონი სიცილს ვერ იკავებდა.

საღამომ მართლაც რომ იდეალურად ჩაიარა, ბექიონი რამოდენიმე ჭიქის შემდეგ ორმაგად მეტს ლაპარაკობდა და ცანცარებდა, ჯუნმიონიც მალევე გაიხსნა და ბექიონთან ერთად ალფებს, ომეგების რთულ ცხოვრებაზე საუბრით უდუღებდა ტვინს, იფანს ასეთი სუჰოს დანახვისას სურვილი გაუჩნდა რომ ომეგა მკლავებში ჩაეკრო და მთელი სამყაროსგან დაეცვა. რამოდენიმე ბოთლის შემდეგ ჩანიოლი და კრისიც დათვრნენ, ერთმანეთს გვერდიგვერდ მიუსხდნენ და მათ წინ ერთმანეთს ჩახუტებულ, ჩაძინებულ ომეგებს უყურებდნენ.

Sweet Yakuza [დასრულებული]Donde viven las historias. Descúbrelo ahora