why so serious?

110 17 52
                                    

მეორე დღეს ოთხივე საშინელმა ნაბახუსევმა გააღვიძა, ხალათებში გამოწყობილები სასტუმრო ოთახში შეიკრიბნენ და ყავას სვამდნენ.

- აბა გუშინ როგორ გაერთეთ? - თვალი ჩაუკრა ჩანიოლმა კრისს.

- დაიცადე... ისმოდა? - თვალები გაუფართოვდა ჯუნმიონს.

- საბედნიეროდ არა - ჩაიცინა პაკმა.

- ვაა ახლა როგორმე უნდა მივეჩვიო ამ ღიმილს - თემის შეცვლა სცადა სუჰომ.

- რაში გჭირდება? - ცალი წარბი ასწია კრისმა.

- რაიყო ხომ არ ეჭვიანობ? - ომეგამ ჩაიცინა.

- რა სისულელეა - თვალები აატრიალა და თვალებით ბექიონის ძებნა დაიწყო - სადაა ის პარაზიტი რაღაც ძაან სიწყნარეა.

- ნამცხვარს არჩევს, ისე ვერ სვამს ყავას - ჩანიოლი.

- მეც მოვედი! - წამოიყვირა ბექიონმა და შოკოლადის ტორტის დიდი ნაჭერი მაგიდაზე დაიდო - ჩანნიმ თქვენზე მითხრა რომ ყავას არაფერს აყოლებთ ამიტომ არ წამოგიღეთ.

- ჩანნიმ? - ერთ დროულად იკითხეს კრისმა და სუჰომ.

ბექიონმა დიდი ხალათი გაისწორა, სწორი, ლამაზი ფეხი ჩანიოლის ბარძაყზე შემოდო და თეფში ისევ ხელში დაიჭირა.

- აქაურობა ყარს - კრისი.

- რას გულისხმობ? - ჩანიოლმა მწველი მზერა ესროლა.

- რაიყო რანაირად მიყურებ, სიყვარულით ყარხართ - ალფის სიტყვებზე ყველას სიცილი აუტყდა.

- ამ ბოლო დროს ყველაფერი რაღაც ზედმეტად იოლი და კარგია - ჯუნმიონმა სახე დაასერიოზულა.

- შეყვარებული ხარ ლამაზო - თვალი ჩაუკრა ბექიონმა და ტორტის დიდი ლუკმა ჩანიოლის პირთან მიიტანა, იმ უკანასკნელმა სახე დამანჭა და ომეგას კოვზი გააწევინა.

- არა ეგ არაფერ შუაშია... საბუთები იოლად ჩამივარდა ხელში... დიდი ხნის განმავლობაში ვეძებდი სხვადასხვა საბუთებს, რომლებიც ოცი წლის საქმეს უკავშირდებოდა, მაგრამ მეც ზუსტად იმდენს ვიგებდი რამდენიც პოლიციამ იცოდა ხოლო ამჯერად ძალიან სწრაფად, ძალიან დიდი ინფორმაცია მოვიდა ჩემამდე.

Sweet Yakuza [დასრულებული]Nơi câu chuyện tồn tại. Hãy khám phá bây giờ