smile

124 19 37
                                    

ჩანიოლი და ბექიონი მალევე მოწესრიგდნენ, პირველ სართულზე დაბრუნდნენ და საქმეზე საუბარი განაგრძეს.

- ესეიგი ახლა ჩვენი მიზანი ლი სუმანის დაჭერაა - სავარძელზე მოკალათდა და ცხელი ყავა მოსვა.

- კი და სამწუხაროდ ცოცხლად მოგვიწევს მისი აყვანა - ჩანიოლმა ცხელი სასმელის ჭიქაში მორევა განაგრძო, ჭიქა ცხვირთან ახლოს მიიტანა და ყავის სურნელი ღრმად შეიყნოსა - ბექიონ, ეს ყავა საიდან გაქვს?

- კუბიდან, ჩემს უფროსს სიგარებთან ერთად აჩუქეს, იცის როგორ მიყვარს ყავა და მეც გამინაწილა - ომეგას ჯერ ჩაეცინა, მაგრამ მალევე სერიოზული სახე მიიღო - ყველაფერი კარგადაა?

- კი ყველაფერი რიგზეა, უბრალოდ ძალიან გემრიელია - თვალები მინაბა და მოსვა, არ ქონდა მნიშვნელობა თუ რა ეცვა ჩანიოლს ის ყოველთვის ნამდვილი ჯელტმენივით იქცეოდა.

- აჰა ისევ დასერიოზულდი - წარბები შეჭმუხნა და ქვედა ტუჩი წინ გამობურცა ომეგამ რაზეც ალფას ჩაეცინა.

- კარგი რა პატარავ, მოდი დავლიოთ ყავა და შევუდგეთ საქმეს.

- საქმეს რაც შეეხება, ჩემ ხალხს დავავალე ყველა შიდა ზარის კონტროლი.

- ახლა უთხარი რომ ზარებთან ერთად კამერებიც აკონტროლონ, და კიდევ, იცოდე ყურადღებით იყავი დარწმუნდი რომ ამ საქმეს სანდო ადამიანების ხელში აგდებ.

- დავიჯერო იაკუძას ხალხი არ ყავს?

- მინდა რომ ამ საქმეში შენც მიიღო მონაწილეობა, დარწმუნებული ვარ რომ ყველაფერს შეძლებ.

- ბოს - დაცვიხან ერთ-ერთი შევიდა სახლში, ალფას მიუახლოვდა და ყურთან ჩაიჩურჩულა - ავტომობილში თქვენს სავარძელთან დევს პარფიუმი, ყავის არომატი ზედმეტად ჭრის ჰაერს.

- გასაგებია - მადლობის ნიშნად მხარზე ხელი რამოდენიმეჯერ ნაზად დაარტყა ალფამ და დაცვის წევრი თავის ადგილს დაუბრუნდა გარეთ.

Sweet Yakuza [დასრულებული]Where stories live. Discover now