Stranger (?)

100 18 71
                                    

ბიჭებს საუბარი ბექიონის მობილურზე შეტყობინებამ გააწყვეტინა.

"ბატონო ბიონ, როგორც კი შეძლებ სამსახურში მოდი"

- ჯანდაბა - ხმამაღლა შწიკურთხა, საწოლიდან წამოხტა და ტანზე გამოცვლა დაიწყო - საქმესთან დაკავშირებით სიახლეა.

- გვამს გულისხმობ? - ჩანიოლი სახურავიდან ჩამოვიდა.

- რა გვამი? - ბექიონი გაშეშდა - ყველაფერი მომიყევი რაც იცი, კარი ღიაა შემოდი.

ჩანიოლი ბექიონის სახლში შევიდა, მის ოთახში ავიდა და კარის ჩარჩოს მიეყრდნო.

- შენი და ჯონგინის კაბინეტში ვიღაცამ ლი სუმანის გვამი დატოვა, გვამი პატარა ნაწილებად იყო დანაწევრებული, რაც იმას ნიშნავს რომ გზა ვიღაც საკუთარ თავზე ბევრად საშიშს გადაუჭრა.

- ან შესაძლოა ლი სუმანი უბრალოდ ყურადღების გადატანის მიზნით გამოიყენეს და ნამდვილ დამნაშავეს კარგად აქვს ზურგი გამაგრებული - ბექიონმა ზედა გაიხადა და თბილი სვიტერი გადაიცვა.

- ჩვენი ხალხი ოცდაოთხი საათის განმავლობაში ყარაულობს ქალაქს, ან ორივე ჩვენთაგანს ყავს მოღალატე, ან ის ადამიანი შორიდან გასცემს ბრძანებებს, რადგან გვამის მომტანმა არც კი იცოდა რა იდო ყუთში, თავად ყუთი კი მოხუცი კაცისგან მიიღო რომელიც რამოდენიმე საათის წინ გარდაცვლილი იპოვეს, ექიმები ვარაუდობენ რომ გულის შეტევა ჰქონდა - ჩანიოლი ცდილობდა საქმეზე ლაპარაკით ბექიონის სხეულისგან გადაეტანა ყურადღება.

- როგორც ამბობ იაკუძას არ ყავს მოღალატეები, ამიტომ მეორე ვარიანტი უფრო დამაჯერებლად ჟღერს - ბექიონმა შარვალი ამოიცვა და ჩანიოლთან ერთად თავისი ოთახიდან სასტუმრო ოთახში გადაინაცვლა - იმ მოხუცის სახლში წასვლა ან ამ გვამის შესწავლა არაფერს მოგვიტანს, დამნაშავე წინდახედული ადამიანი ჩანს, კარგად შეამოწმეთ ყუთი?

- ამით ჩემი ხალხია დაკავებული, იაკუძა და პოლიცია გაერთიანდა - ჩანიოლი გარეთ გავიდა.

Sweet Yakuza [დასრულებული]Donde viven las historias. Descúbrelo ahora