,,მახინჯო"
,,დღეში რამდენს ჭამ?"
,,ცოტა დაიკელი"
,,შენ ვინ შეგიყვარებს"
ყოველ დღე ეს სიტყვები მესმის უკვე ძალიან მომბეზრდა. გულის მგლები სიტყვები რომელიც ყოველ დღე მანადგურებს. მაგრამ რას შევცვლი? მე კიმ სოლარი ვარ 17 წლის ვსწავლობ უნივერსიტეტში. მყავს ერთი საუკეთესო მეგობარი ჰანა. ასევე მყავს იდიოტი ძმა თეჰიონი. არმყავს შეყვარებული რადგან ვარ მსუქანი. ამის გამო ხშირად დამცინიან და მაბულინგებენ. თეჰიონი რომ ჩემი ძმაა არავინ იცის რადგან რცხვენია ჩემნაირი და რომ ყავს. თუმცა უკვე ეს ფაქტი აღარც მწყინს მივეჩვიე :).
ზოზინით ავდექი ჩემი თბილი ლოგინიდან და აბაზანაში შევედი სარკის წინ დავდექი და ჩემს სხეულს დავუწყე ყურება. თავი გავაქნიე და თავის მოწესრიგებას შევუდექი. ჯინსის შარვალი და ძალიან დიდი ზედა ჩავიცვი ეს მხოლოდ სხვებისთვის თორემ ჩემს ტანზე დიდი ნამდვილად არ ჩანდა. ქვემოთ ჩავედი და უკვე გაწყობილ მაგიდაზე დავჯექი სადაც დედა და ჩემი იდოტი ძმა დამხვდა. სამწუხაროდ მამა დიდი ხნის წინ გარდამეცვალა.
- ოუუ ზაქო გაიღვიძე?
- შემეშვი თეჰიონ - არც კი შევხედე და ჭამა გავაგრძელე
- გასუქდები...... თუმცა მეტი რაღა უნდა გასუქდე ისედაც რამხელა ხარ - მითხრა და სიცილი დაიწყო
- თეჰიონ გეყოს - დედამ უყვირა შემდეგ კი მე შემომხედა - ყურადღებას ნუ მიაქცევ ძვირფასო.
- არაფერია უკვე მივეჩვიე - ვთქვი და მობეზრებული სახე ვტყორცნე თეჰიონს. როგორც კი საუზმე დავამთავრეთ ჩემს ჩანთას ხელი დავავლე და ჰანას სახლისკენ გავემართე. გზაში რათქმაუნდა ბევრი ჩემი თანაკურსელი შემხვდა მათი ბოროტული ჩაცინებაც დავინახე მაგრამ არ მივაქციე ყურადღება. მართალია ეს ყველაფერი გულს მტკენს მაგრამ ვერაფერს შევცვლი.
- ჰეი სოლარ - დამიძახა ჰანამ - როგროც ხარ?
- კარგად ჰანა შენ?
- კარგად რაგჭირს? რაღაც მოწყენილი ხარ
- როგორც ყოველთვის - ვთქვი და ეგრევე მოვიღუშე
- კარგი რა დაიკიდე - მითხრა ხელი ჩამავლო და წინ გაიჭრა - აბა დღეს რას ვაკეთებთ?
- უნივერსიტეტში მივდივართ
- შემდეგ?
- შემდეგ? - გავიმეორე მისი სიტყვა
- შემდეგ?
- ვმეცადინეობთ?
- აჰჰ რა ვმეცადინეობთ ????? მივდივართ პირდაპირ კლუბში
- რა? რატომ?
- ასეა საჭირო
- მეზარება
- უმმმმ შენი აზრით ძალით არ წაგათრევ?
-............
- რათქმაუნსა წაგათრევ. - თქვა და ხტუნვა დაიწყო მე კიდე დებილივით ვუყურებდი - დახურე პირი - ორივეს გაგვეცინა და უნივერსიტეტში შევედით. ჩვენს კლასში შევედით და ადგილები დავიკავეთ. მალევე შემოვიდა ბიჭი რომელმაც ჩემი ყურადღება როგორც ყოველთვის მიიქცია ჰოსოკი. ბიჭი რომელიც ჩემი პირველი სიყვარულია თუმცა მისგან დაცინვის მეტს არაფერს ვიღებ.
YOU ARE READING
ცეცხლი ჩემს გულში 🔥❤️ (დასრულებული)
Action- მაგრამ მე არვარ თანახმა - ეს იყო ყველამ ჩემზე რომ გადმოიტანა ყურადღება - ხო რა? ჩემ აზრს რატომ არ კითხულობთ? არ მიყვარს ეს თქვენი ბედოვლათი შვილი - ამაზე ჰოსოკი წამოხტა ფეხზე და ძლიერად დამავლო მაჯაში ხელი - რა მიწოდე? გაიმეორე - ღრმად სუნთქვა დაი...