დილას ორი სხეული უდარდელად იზმორება. არცერთს უნდა თვალების გახელა თუმცა უწევთ. ორივე ერთად ახელს თვალებს და ერთმანეთის თვალებში იძირებიან. ერთმანეთს აკვირდებიან და ეღიმებათ კიდევაც. როცა გააცნობიერეს რას აკეთებდნენ. პანიკაში მყოფმა სოლარმა ძლიერად დაარტყა წიხლი ჰოსოკს და ლოგინიდან გადააგდო
- ჯანდაბა ეს რა იყო - ჩაილაპარაკა და შერცხვენილმა თავზე ხელები დაიწყო.
- გაგიჟდი? რატო გადმომაგდე? - ნელა ზლაზვნით შორდება ჰოსოკი იატაკს.
- რატომ მიყურებდი?
- შენ რატო მიყურებდი? - ჩაცინებით შეხედა ჰოსოკა სოლარს. სოლარმა კი უპასუხოდ მყოფმა საბანი სწრაფი მოძრაობით გადაიძრო და აბაზანაში შევარდა. ბიჭმა მის ასეთ რეაქციაზე ჩაიცინა და ტუჩებზე ენა გადაისვა.სოლარის POV
სარკეში შევხედე საკუთარ თავს და აწითლებულ ლოყებზე ხელები დავიწყე ,,რა გემართება სოლარ" ჩავილაპარაკე და თმები ავიჩეჩე ,,სულელო" ისევ განვაგრძე ჩემი თავის ლანძღვა ტანსაცმელს ხელი დავავლე სწრაფად გადავიცვი და ოთახში გავედი.მაგრამ ოთახში არავინ დამხვდა..ქვემოთ ჩავედი სადაც ჰოსოკი და ჩემი ,,დედამთილ-მამამთილი" საუზმობდნენ. მეც თბილად. მივესალმე და გვერდით მივუჯექი ჰოსოკს.
- შვილო ძალიან ლამაზად გამოიყურები - მითხრა ჰოსოკის დედამ რაც ძალიან მესიამოვნა
- მადლობა - თბილად გავუღიმე ქალს და ჩანგალზე მყოფი ბლინი პირში ჩავიდე.
- ბავშვებო რამდენიმე თვეში უნივერსიტეტს დაამთავრებთ კარგი იქნება შემდეგ ბავშვზე თუ იფიქრებთ
- მამა - მთელ სახლში ჰოსოკის მჭექარე ხმა გაისმა
- რა ვთქვი ახლა ისეთი შვილო - კაცმა უხერხულად დახედა საჭმელს ამაზე კი ჩამეცინა
- თუ დაასრულე წავიდეთ - ახლა მე მომიბრუნდა ჰოსოკი
- ჰო რათქმაუნდა - ავდექი და წინ გავედი
- დღეს ჩვენს ნივთებს ახალ სახლში გადაიტანენ - დაუბარა ჰოსოკმა მის მშობლებს და მანქანაში ჩაჯდა. ხო დღეს გასაოცრად დიდი საცობი იყო. ჩვენს მანქანაში სიჩუმე სუფევდა რაც ძალიან უხერხულად მაგრძნობინებდა თავს. ამიტომ ჰოსოკის ქცევებზე დავიწყე ფიქრი და ჩემს რეაგირებაზე შესაძლებელია ჰოსოკი შემიყვარდეს? არა ეს ვერ მოხდება!!!!? მაგრამ რომ მოხდეს???!???!? არა!!!! თავს ვაქნევდი აქეთ-იქით როგორც ფსიქოპათი.
- სოლარ.......- ფიქრებიდან ჰოსოკის ხმამ გამომიყვანა. მეც ინტერესით შევხედე მას - გავიგე ჯისო......უმ....... - ჩაახველა ისე თითქოს არიცის როგორ მითხრას
- რა ჯისო?
- ანუ.....შენ.......ჯისო.......გიცემია - უხერხულად დაამთავრა და ისევ წინ მდგომ მანქანას შეხედა
- ხო ასეა
- რატო? იეჭვიანე? - მაცდურად ჩაიცინა
- ხოო - ამას თქმაზე კი მისი სახე რადიკალურად შეიცვალა
- რააა?? მართლა? მოიცა შენ რა იეჭვიანე?
- რათქმაუნდა არა შტერო. უბრალოდ შენმა შეყვარებულმა ენის გაჩერება არ იცის ამიტომ მოხვდა - ჩავიცინე და წინ გავიხედე. მეგონა მეტს არაფერს იტყოდა მაგრამ შევცდი
- და ჯიმინი?
- რა ჯიმინი?
- ანუ ვგულისხმობ ერთად ხართ?
- ჯერ არა
- ჯერ????!?!!? - ჩაიცინა და გაზს დააჭირა.
YOU ARE READING
ცეცხლი ჩემს გულში 🔥❤️ (დასრულებული)
Action- მაგრამ მე არვარ თანახმა - ეს იყო ყველამ ჩემზე რომ გადმოიტანა ყურადღება - ხო რა? ჩემ აზრს რატომ არ კითხულობთ? არ მიყვარს ეს თქვენი ბედოვლათი შვილი - ამაზე ჰოსოკი წამოხტა ფეხზე და ძლიერად დამავლო მაჯაში ხელი - რა მიწოდე? გაიმეორე - ღრმად სუნთქვა დაი...