19

905 68 65
                                    

1 წლის შემდეგ :

ჰოსოკის POV
- ჰოსოკ ძვირფასო ერთ კვირაში მოვასწრებთ ყველაფერს?
- ჯისო რამდენჯერ უნდა გითხრა დიდი არაფერი ხდება! - ოდნავ ხმამაღალი ტონით ვუთხარი
- როგორ არა ერთ კვირაში ჩვენი ქორწილია ვერ ხვდები რამხელა პასუხისმგებლობაა?
- ამას პირველად არ ვაკეთებ ჯისო - მობეზრებულად ვუთხარი წყლით სავსე ჭიქა ავიღე და ჩემს ოთახში ავედი. ლოგინზე დავჯექი და პატარა უჯრიდან სოლარის ფოტო ამოვიღე.
,,ჩემო პატარა კარგად ხარ მანდ? იცი როგორ მენატრები?" თვალებზე ცრემლები მომადგა ,,მიყვარხარ სოლარ" ჩავიჩურჩულე და ფოტო ისევ თავის ადგილას დავაბრუნე. როგორ არ მინდა ამ წიკვინა ჯისოზე დაქორწინება. მაგრამ გვერდიდან არ მშორდება. უკვე ჩვენი ოჯახის წევრი გახდა.

ჯიმინის POV
- ქორწინდებიან?
- ხო და დაგვპატიჟა
- არმინდა წასვლა
- ჯიმინ გეყოფა ის შენი მეგობარია
- არ შემიძლია სოლარის ადგილას სხვას ვუყურო
- ჯიმინ სოლარი მოკვდა გაიგე!!! - ყვირილით მითხრა ენიმ. მე კი უემოციო სახით დავჯექი დივანზე - უნდა შევეგუოთ ამას - გვერდით მომიჯდა ენი და ჩამეხუტა.
- მენატრება - ჩავიჩურჩულე.

ჰანას POV
ერთი თვის ორსული ვარ. მე და ნამჯუნი შევუღლდით. ყველაფერი სოლარის გარეშე მოხდა :( ჩემი გოგო ამ ყველაფერს ვერ ხედავდა. მენატრება გაუსაძლისად მენატრება ახლაც არ მჯერა რომ ის აღარ არის. არმინდა დავიჯერო რომ ვერასდროს ვეღარ ვნახავ

უცნობის POV
მშვიდად ვუმღეროდი ჩემს ბიჭუნას. ნელა ვარწევდი. საყვარელ თითებზე ვეფერებოდი და მის დაბუშტულ ტუჩებს ვუყურებდი.
- დაიძინა?
- კი ჰიუნა დაიძინა. ძალიან ჭირვეულობს ეს დღეებია. როგორ ვნანობ მის მოშორებას რომ ვცდილობდი
- კარგი დაივიწყე ეგ წარსულია მთავარია ახლა ბედნიერები ხართ.

*Flashback 1 წლის წინ*
თვალების გახელა მიჭირს. თავი საშინლად მტიკა. თვალები გავახილე და გარემოს თვალი მოვავლე. მხოლოდ თეთრი კედლები მომხვდა თვალში წამლების საშინელი სუნი. თვალები რამდენჯერმე მძიმედ მოვჭუტე.
- გაიღვიძე? - პალატაში ახალგაზრდა გოგო შემოვიდა. მე კი გაკვირვებული ვუყურებდი ვინ არის ეს?
- უკაცრავად? ვიცნობთ ერთმანეთს?
- არა........- ამათვალიერა და გამიღიმა - მე ჰიუნა ვარ. სამი თვის წინ.....ამ როგორ გითხრა წყალში უგონოდ მყოფი გიპოვე. საავადმყოფოში წამოგიყვანე. ექიმებმა კი თქვეს რომ კომაში იყავი. დღეს კი გილოცავ გონს მოხვედი.
- წყალში? იქ რას ვაკეთებდი?
- ეს მე უნდა გკითხო არაფერი გახსოვს?
- არა მხოლოდ ჩემი სახელი ვიცი
- და რა გქვია?
- სოლარი.
- კარგი სოლარ შენთვის ერთი ამბავი მაქვს..........ორსულად ხარ. როგორც ჩანს ძალიან ძლიერი ორგანიზმი გაქვს ამხელა დარტყმის შემდეგაც კი ბავშვი ცოცხალია.
- ბავშვი? რა სისულელეა
- მაგრამ.....
- საიდან ეს ბავშვი? გათხოვილიც კი არ ვარ ჯანდაბა არაფერი მახსოვს - თავზე ხელები შემოვიწყვე - ეს ბავშვი სასწრაფოდ უნდა მოვიცილო
- რეებს ამბობ? ამხელა დარტყმის შედეგად გადარჩა და გინდა მოკლა? უცოდველი პატარა?
- გითხარი ეს ბავშვი უნდა მოვიცილო მეთქი - წამოვიყვირე სწრაფად მოვიძრე ხელზე რეებიც მქონდა და პალატიდან გავედი. ჰიუნა კი უკან მომდევდა სწრაფად ვიკითხე რომელ განყოფილებაში უნდა მივსულიყავი რომ ეს საქმე მომეთავებინა პალატაში შევედი.

ცეცხლი ჩემს გულში 🔥❤️ (დასრულებული)Where stories live. Discover now