ულამაზეს ბუნებაში გავიდნენ გოგო ბიჭები გარემოს თვალი მოავლეს და მაშინვე გაეღიმათ. რამდენიმე წუთი ასე იარეს როდესაც ხეების მეორე მხარეს დაინახეს ნათება იქით აიღეს გეზი და გოგონებს მაშინვე თვალებში ნაპერწკლები გაუჩნდათ. გაღიმებულები უყურებდნენ მათ წინ აღმართულ ულამაზეს პარკს სადაც უამრავი სახის ატრაქციონები იყო.
- ჰოსოკ გთხოვ შევიდეთ რა - ხელზე მოქაჩვა დაიწყო ჯისომ - გთხოვ ნახე რა მაგარია - ჰოსოკმა ბიჭებს გადახედა მათაც თავი დაუკრეს და შიგნით შევიდნენ. ახალგაზრდებს თვალს ჭრიდა ნათელი შუქები.
- აუუ იქ დავჯდეთ რა - ხელი გაიშვირა ჯისომ მაღალი ატრაქციონისკენ და ხტუნვა დაიწყო. ჰოსოკიც რათქმაუნდა მას გაყვა.სოლარის POV
ჯისომ ყველაზე მაღალი ატრაქციონი აირჩია. მართლაც ძალიან საშიში ჩანს რამდენჯერმე თვალი მოვავლე და ნერწყვი სიმწრით ჩავყლაპე.
- სოლარ წამოხვალ? - გვერდიდან ისევ ეს თბილი ხმა მომესმა
- კი ჯიმინ წამოვალ. - ხელი ჩამკიდა ატრაქციონზე ჩემს გვერდით ადგილი დაიკავა ისე რომ ხელი ჩემთვის არ გაუშვია. და აი დაიძრა კიდევაც ატრაქციონი. თავიდან არც ისეთი შაშიში ჩანდა ხოლო როცა ძალიან აჩქარდა და უკვე ჰაერში ვიყავი ჩემში შიშმა თავი იჩინა. თვალები სიმწრით მოვხუჭე და გულში ვიმეორებდი ,,ქვემოთ არ ჩაიხედო" რა დროსაც ისევ ის თბილი ხმა მომესმა ცოტა შევხტი მოულოდნელობისგან
- ნუ გეშინია პრინცესა აქ ვარ - მისმა სიტყვებმა დამამშვიდასავით. ძალიან მივეჩვიე ჯიმინის მზრუნველობას შეიძლება მიყვარდეს? ან მომწონდეს? თუ უბრალოდ მინდა ყურადღება გადავიტანო ჰოსოკისგან? არვიცი........მაგრამ ფაქტია ჯიმინი ჩემს სხეულში არეულობას იწვევს რაც თან მაშინებს და თან ძალიან მომწონს. ამ ფიქრებში ჰოსოკისაკენ გავიხედე რომელიც ხელებს ჯისოს წელზე დაასრიალებდა და კისერზე კოცნიდა. ,,ჯანდაბა" ჩავილაპარაკე ძალიან ჩუმად.ატრაქციონიდან ჩამოვედით თუ არა ჯინი ძვლივს სუნთქავდა.
- ჯინ ძალიან შეგეშინდა? - ღიმილით შევხედე და ზურგზე ხელი მოვუსვი.
- ოხ ეს ალქაჯი მეტი საშიში ატრაქციონი ვერ ნახა? - ჩამეცინა თან გამიხარდა რომ ჯისო უკვე არ მოწონს.
- აუუ ბამბის ნაყინი ვჭამოთ რა - ისევ ხტუნვა დაიწყო ჯისომ
- წამოდი ძვირფასო - უთხრა ჰოსოკმა და ბამბის ნაყინისაკენ წავიდნენ.
- შენ არ გინდა? - წელზე ხელი მომხვია ჯიმინმა
- ნუ შეიძლება - უხერხულად გავიცინე.
- წამოდი მერე რას უცდი? - მანაც გაიცინა და ბამბის ნაყინისაკენ წამათრია. მივედით და ორი შევუკვეთეთ. ლოდინში მოულოდნელად ხმა ამოიღო ჰოსოკმა
- თქვენ ორნი უკვე ერთად ხართ? - ხელები ჩემსკენ და ჯიმინისკენ გამოიშვირა. უნდა მეპასუხა რადროსაც ჯიმინმა დამასწრო ხმის ამოღება.
- კი - თქვა და უფრო მიმიზიდა მისკენ. მე კი გაკვირვებული შევხედე
- კარგია უხდებით - აწიკვინდა ჯისო. როგორც კი ბამბის ნაყინი ავიღეთ ჯიმინმა მაშინვე ცალკე გამიყვანა. გაურკვევლობაში მყოფმა მე ხმა არ ამოვიღე.
- სოლარ იმედია ჩემი ნათქვამით არ დაგაზარალე ხომ? - მაშინვე გამოვფხიზლდი მის ნათქვამზე
- არა ჯიმინ კარგიც კია. რამდენიმე კვირა ვითამაშოთ კარგად მოიფიქრე
- ვითამაშოთ? მე მართლა მიყვარხარ სოლარ. არვიცი როგორ მაგრამ ჩემს გულში შემოაღწიე გესმის? დღე და ღამე შენზე ვფიქრობ მოსვენებას არასდროს არ მაძლევ. შენ გარდა სხვას ვერ ვამჩნევ მართლა ძალიან მიყვარხარ ჯიმინ
- ჯიმინ მე......
- ვიცი რომ ჰოსოკი გიყვარს - მითხრა და ზურგი მაქცია. მე კი შერცხვენილმა და ამავე დროს გაურკვეველ მდგომარეობაში ყოფნა წამოვიბურტყუნე
- მეც მიყვარხარ ჯიმინ - რა დროსაც ვერც მივხვდი ისე მომიახლოვდა ჯიმინი და ჩემს ტუჩებს ნელა შეეხო.
YOU ARE READING
ცეცხლი ჩემს გულში 🔥❤️ (დასრულებული)
Action- მაგრამ მე არვარ თანახმა - ეს იყო ყველამ ჩემზე რომ გადმოიტანა ყურადღება - ხო რა? ჩემ აზრს რატომ არ კითხულობთ? არ მიყვარს ეს თქვენი ბედოვლათი შვილი - ამაზე ჰოსოკი წამოხტა ფეხზე და ძლიერად დამავლო მაჯაში ხელი - რა მიწოდე? გაიმეორე - ღრმად სუნთქვა დაი...