დღეს ადრე გამეღვიძა. რადგან ჩემი და სოლარის ქორწილი სწორედ დღეს არის. ჯისო სახლში გავუშვი და ისევ ლოგინში დავბრუნდი. ტელეფონი მოვიმარჯვე და ინსტაგრამზე შევედი სადაც სოლარის პოსტი დამხვდა. "ჯანდაბა ისევ ჯიმინთან ერთად იყო,, კბილებში გამოვცარი ეს სიტყვები და გაბრაზებულმა ტელეფონი გვერძე მივაგდე. ,,შენ მე უნდა შეგიყვარდე სოლარ! უნდა იტანჯებოდე" ჩავილაპარაკე და კბილები ერთმანეთს ძლიერად დავაჭირე. რამდენიმე წუთში დედა შემოვიდა და მითხრა რომ უნდა მოვმზადებულიყავი ამიტომ მეც ზანტად ავდექი და აბაზანაში შევედი.
სოლარის POV
ამჯერად ჩემი მთელი ოჯახი ერთად მაღვიძებს რასაც ჩემი საზიზღარი მაღვიძარა და ჰანას კივილი ემატება. რამდენიმე ჩხავილის შემდეგ თვალები ნელა გავახილე და ჩახრეწილი ხმით ვიკითხე
- რახდება? რატო არავინ მაცდის ძილს?
- გაგიჟდი? რადროს ძილია? დღეს ქორწილი გაქვს - ცქმუტვით მითხრა ჰანამ
- ჰო საოცნებო ქორწილი - მეორე მხარეს გადავბრუნდი და ბალიშს ჩავებღაუჭე.
- ადექიიი - ახლა თეჰიონი დამახტა თავზე. - რაც არუნდა იყოს მნიშვნელოვანი დღეა
- კი ძალიან - ვთქვი და ისევ ვიცვალე გვერდი
- ადექიიიიი - ბოლო ხმაზე დაიწყეს ორივემ ყვირილი. ვეღარ გავუძელი და ზანტად ავზიდე ლოგინიდან მთელი სხეული. აბაზანაში შევედი. ცხელი წყლის ქვეშ დავდექი და თვალები მოვხუჭე. მაგარია ახლა რა მელის წინ არავინ იცის. ასე ნამდვილად არ მქონდა დაგეგმილი ჩემი ცხოვრება. თავი გავაქნიე რამდენიმე წუთი აბაზანაში ვიყავი რადგან არავინ დამაცადე ნებივრობა და ისევ ოთახში დავბრუნდი სადაც ჰანა იყო მხოლოდ კაბით ხელში.
- ერთი სული მაქვს როდის გნახავ ამ კაბაში - ისევ ცქმუტვით მითხრა და ხტუნვა დაიწყო
- მიდი ფეხი დააბიჯე მაგ კაბას და გახიე - ღიმილით ვუთხარი და სარკის წინ დავჯექი
- კარგი რა ნუ ხარ ეგრე დღეს შენი ქორწილია
- ყალბი
- მაგრამ ლამაზი
- ეგეც ყალბია. ყველაფერი ყალბია ეს დღეც ყალბია ჰანა. მე ასე არ წარმომედგინა ეს დღე. ახლა შეიძლება ბედნიერი არასდროს ვიყო ჰოსოკის გვერდით.
- გთხოვ უბრალოდ ისიამოვნე ამ დღით - მითხრა და კაბა გამომიწოდა თან საყვარლად გამიღიმა
- კარგი ჰო.
YOU ARE READING
ცეცხლი ჩემს გულში 🔥❤️ (დასრულებული)
Action- მაგრამ მე არვარ თანახმა - ეს იყო ყველამ ჩემზე რომ გადმოიტანა ყურადღება - ხო რა? ჩემ აზრს რატომ არ კითხულობთ? არ მიყვარს ეს თქვენი ბედოვლათი შვილი - ამაზე ჰოსოკი წამოხტა ფეხზე და ძლიერად დამავლო მაჯაში ხელი - რა მიწოდე? გაიმეორე - ღრმად სუნთქვა დაი...