- სოლარ შეიძლება ვილაპარაკოთ? - მას შევხედე ახლა ყველაზე მეტად მასთან ლაპარაკი არ მინდა - გთხოვ
- რაგინდა ჰოსოკ?
- უბრალოდ დავილაპარაკოთ - მეც დავეთანხმე. კაფედან გავედით და იქვე ხესთან დავდექით - სოლარ რატო მარიდებ თავს?
- ამისთვის გამომიყვანე აქ?
- მაინტერესებს ჩემი ცოლი თავს რატო მარიდებს
- შენს ცოლს ნუ მეძახი
- იმ დღეს........რამე დაგიშავე? - ჩამეცინა იდიოტი არაფერი არ ახსოვს.
- კი ჰოსოკ........ცხოვრება მეორედ გამინადგურე
- ჩვენს შორის რამე მოხდა?
- კი მოხდა თან ძალით ჰოსოკ...........- ხმა აღარ ამოუღია უბრალოდ თმები მოიქექა ძლიერად - არაფერი გახსოვს ხომ ასეა? მე კი ყველაფერი მახსოვს - თვალებიდან ცრემლები წამომივიდა - რატომ არ მაძლევ უფლებას ვიყო ბედნიერი? მიპასუხე - ყვირილზე და ჩხუბზე გადავედი
- მაპატიე
- სათქმელად ადვილია ხო? ჩემს სიახლოვეს არ დაგინახო ჰოსოკ მთელი არსებით მეზიზღები - ვუთხარი და ტირილით დავბრუნდი კაფეში. ძალიან არ მინდოდა მისთვის ეს სიტყვები მეთქვა მაგრამ მეც მაქვს გრძნობები რომელსაც ჰოსოკი ვერ აფასებს. მეც მინდა ოდესმე ბედნიერი ვიყო.ჰოსოკის POV
სოლარის სიტყვებმა ძალიან ცუდად იმოქმედა ჩემზე. აქამდეც ვიცოდი რომ ვეზიზღებოდი. მაგრამ ახლა? რატო მაქვს ახლა ასეთი ცუდი რეაქცია? რატომ არ მინდა რომ ჩემგან შორს იყო? პასუხი არცერთ ჩემს კითხვაზე არ მაქვს. უბრალოდ არარაობა ვარ!ჯიმინის POV
როდესაც კაფეში დავბრუნდი სოლარი აღარ იყო ამიტომ ენის მივუჯექი გვერდით.
- ჰეი სოლარი სად არის?
- ჯიმინ არვიცი ამის მოსმენა თუ გაგიხარდება მაგრამ ჰოსოკთან ერთად გავიდა - ჰოსოკთან? ისევ ეს ჰოსოკი. რატომ ცდილობს გამუდმებით ჩვენს ურთიერთობაში ჩარევას და ყველაფრის გაფუჭებას? სწრაფად წამოვდექი მინდოდა გავსულიყავი და სოლარი წამომეყვანა მაგრამ ენიმ არ მაცადა მაჯაზე ხელი დამავლო
- ჯიმინ უბრალოდ აცადე დაილაპარაკონ - ძალიან გაბრაზებული დავუბრუნდი ჩემს ადგილს ვერ ვისვენებდი მინდოდა მალე შემოსულიყო სოლარი. ნერვები მეშლება როცა ვიცი რომ მასთან ერთად არის. ვცქმუტავდი და ადგილს ვერ ვპოულობდი როცა სოლარი შემოვიდა კარებში მაშინვე ჩემთან მოვიდა და ლოყაზე მაკოცა - რამე ხომ არ დაგიშავა?
YOU ARE READING
ცეცხლი ჩემს გულში 🔥❤️ (დასრულებული)
Action- მაგრამ მე არვარ თანახმა - ეს იყო ყველამ ჩემზე რომ გადმოიტანა ყურადღება - ხო რა? ჩემ აზრს რატომ არ კითხულობთ? არ მიყვარს ეს თქვენი ბედოვლათი შვილი - ამაზე ჰოსოკი წამოხტა ფეხზე და ძლიერად დამავლო მაჯაში ხელი - რა მიწოდე? გაიმეორე - ღრმად სუნთქვა დაი...