5 💊

1.1K 93 23
                                    

- რაა??? - ვერ ვხვდებოდი რას მეუბნებოდნენ ალბათ ხუმრობენ - რას ნიშნავს უნდა გავთხოვდე??!
- შვილო გთხოვ მომისმინე - ჩახრეწილი ხმით მითხრა დედამ - როდესაც დაიბადე მამაშენმა ჯუნგოსთან ( ჯუნგო - ჰოსოკის მამა ) ხელშეკრულება დადო. შენ და ჰოსოკი დაგნიშნათ - ამ სახელის გაგონებაზე კინაღამ ჭკუიდან შევიშალე. - ახლა კი ოფიციალურად უნდა დაქორწინდეთ.
- უარს ვამბობ რა სისულელეა მასზე არ დავქორწინდები.
- შეწინააღმდეგებას აზრი არ აქვს ხომ იცი ეს შენ?
- არმაინტერესებს არ გავთხოვდები - დაჟინებით ვთქვი და სახლი დავტოვე.
რა ჯანდაბაა ცოლად მას როგორ უნდა გავყვე? ადამიანს რომელიც მთელი ცხოვრება მაბულინგებს. ცუდის მეტს ჩემზე არაფერს ფიქრობს??!?! ნერვები ძალიან მქონდა აშლილი ამიტომ ჰანასთან წავედი მას საუკეთესოდ გამოდის ჩემი დამშვიდება. მაგრამ ამჯერად ისიც შოკში ჩავარდა
- რაააა????!!? არ არსებობს - პირ დაღებული მიყურებდა და ცქმუტავდა - შენ რა სერიოზულად ამბობ? შენ და ჰოსოკი? - მე კი სერიოზული სახით ვუყურებდი
- გეფიცები პოლისჯოხს მოვიტან და აქვე გაგაგორებ
- აუ არა მართლა როგორი წარმოსადგენია შენ და ჰოსოკი ერთ სახლში - სიცილი დაიწყო მე კი ისევ იგივე გამომეტყველება მქონდა
- ვფიცავ მოგკლავ
- და ერთ ოთახში???? - უფრო უმატა სიცილს
- ვსო მკვდარი ხარ - ვუთხარი და ზედ დავახტი. წვალება დავუწყე ის კი სიცილით იგუდებოდა და მთხოვდა გამეშვა. როცა დავკმაყოფილდი მართლაც გავუშვი და ერთად ლოგინზე წამოვკოტრიალდით. მას მართლაც შეუძლია ჩემი გამხიარულება. უკვე თერთმეტი სრულდებოდა თეჰიონმა დამირეკა რომ სახლში დავბრუნებულიყავი მეც ეგრევე სახლისკენ ავიღე გეზი. მისულს თეჰიონს უკვე ეძინა მისაღებში კი თავჩაღუნული დედა იჯდა. მასთან ნელა მივედი და ხელზე-ხელი დავადე
- დე კარგად ხარ? - მას საწყალი სახით შევხედე
- არა შვილო. ყველაფერი ცუდად მიდის საერთოდ ყველაფერი.
- რას გულისხმობ? - სკამზე მოვკალათდი და დედას შევხედე
- ვკოტრდებით შვილო სულ რამდენიმე დღეში შესაძლოა არაფერი გვქონდეს
- რაა???? მაგრამ??? გამოსავალი ხომ უნდა არსებობდეს????
- კი არსებობს და ეს შენ კარგად იცი - შემომხედა და ხელი ჩემს ხელს უფრო ძლიერად მოუჭირა
- დედა........- ჩავფიქრდი ღირდა ამის გამო ამხელა რისკზე წასვლა? - დედა მე ჰოსოკი არ მიყვარს - ამის თქმაზე დედა გაბრაზებული წამოდგა
- დამთავრებულია ხვალ თქვენი ქორწილის დღე დაიგეგმება გასაგებია???? - დებილივით ვუყურებდი აი თურმე რატო თამაშობდა ანგელოზის როლს.
- არა დედა ეს არ მოხდება მე თქვენი სათამაშო არვარ - ეს ვთქვი თუ არა სახეში ძლიერად გამარტყა. ზიზღით ავხედე. ნერვები ძალიან მომეშალა და გამწარებული ჩემს ოთახში შევედი. ,,იმ ტიპს ცოლად არ გავყვები ვინც მთელი ცხოვრება გამიმწარა მისი სიტყვებით" ჩავილაპარაკე გამწარებულმა და ბალიშს ჩავებღაუჭე

ცეცხლი ჩემს გულში 🔥❤️ (დასრულებული)Where stories live. Discover now