20

906 71 27
                                    

- ჰანა კარგად ხარ? - ნერვიულად შემეკითხა ნამჯუნი და გვერდით დამიჯდა
- არვიცი მთელი დღეა აფორიაქებული ვარ.........
- იქნებ ექიმთან წავსულიყავით?
- არა არ არის საჭირო შეგიძლია სამსახურში წახვიდე მე კი დავისვენებ - ვუთხარი და ლოყაზე ვაკოცე.
- კარგი მაგრამ თუ რამე მოხდება აუცილებლად დამირეკე
- კარგი კარგი - გავუღიმე. მან კი სახლი დატოვა. მისაღებში დივანზე დავწექი და ტელევიზორის ყურება დავიწყე. არაფერი საინტერესო არ ხდებოდა ამიტომ სამზარეულოში გავედი ცოტა ოდენი სასუსნავი ჯამში ჩავყარე და ისევ დივანზე დავბრუნდი. რამდენიმე წუთში კარებზე ზარი იყო მეც ნელა ავდექი კარები გავაღე იმის იმედით რომ ნამჯუნა რაღაცა დაავიწყდა ყოველთვის ასე ხდება კარები გავაღე და ერთ ადგილას გავშეშთი. ჟამი ხელიდან გამივარდა.
- სოლარ? - ეს ამოვიბურტყუნე და შემდეგ ყველაფერი გაშავდა.

სოლარის POV
კარები ჰანამ გაგვიღო არ ვიცოდი რა უნდა მეთქვა. ამიტომ უბრალოდ დავდუმდი მან ჩუმად ამოიბურტყუნა ჩემი სახელი და უგონოდ დაეცა. ძალიან შემეშინდა მასთან მივარდი მაშინვე.
- ჰანა ძვირფასო გონს მოდი - სახეზე ხელებს ვურტყავდი - ჯანდაბა რა მოუვიდა.- ბავშვი ჰიუნას მივუყვანე მე კი ნელ-ნელა ჰანა დივანზე დავაწვინე და დაველოდე გონს როდის მოვიდოდა. ამ ლოდინში კი კარებზე ზარის ხმა გაისმა.
- ეს ვინ უნდა იყოს? - გაკვირვებული სახით შევხედე ჰიუნას
- არვიცი ნახე -კარისკენ წავედი და ჭუჭრუტანაში გავიხედე - ვინ არის? - მაშინვე გულის ფანცქალით შემოვბრუნდი.
- ჰოს......ჰოსოკია - ძვლივს გადავაბი სიტყვები - ვერ გავაღებ.
- ჰანა მე ვარ გააღეე - გავიგონე ამდენი ხნის მონატრებული ხმა.
- ჰიუნა შენ გაუღე მიდი სწრაფად მე დავიმალები
- და ბავშვი?
- რა ბავშვი?
- ბავშვი გამოხოხებული მამამისია რავქნა?
- მომეცი ბავშვი - ვუთხარი და მეორე სართულზე ავედი. პატარას მშვიდად ეძინა ამიტომ ლოგინზე დავაწვინე. მე კი დაველოდე როდის წავიდოდა ჰოსოკი. მანამდე კი ოთახს მოვავლე თვალი ეს ჰანას ოთახია. იქვე ორი ალბომი შევნიშნე. და დათვალიერებას შევუდექი ერთ-ერთი ჰანასი და ნამჯუნის იყო. ,,ნუთუ დაქორწინდნენ?" მხიარულად ჩავილაპარაკე და თვალიერება განვაგრძე. როცა დავასრულე მეორე ალბომზე გადავედი. იქ კი მხოლოდ ჩემი და ჰანას ფოტოები იყო. რამდენიმე ცრემლის ნაკვალი ამის დანახვაზე მეც წამომივიდა ცრემლები. ვინ იცის როგორ უჭირდა ჩემს გოგოს.

ცეცხლი ჩემს გულში 🔥❤️ (დასრულებული)Where stories live. Discover now