7

1.1K 84 46
                                    

მთელი დღეა მე და ჰანა აქეთ-იქით დავბოდიალობთ. პარკში ვსხედვართ და უბრალოდ წყვილებს ვუყურებთ გარშემო როგორ ერთობიან და ბედნიერად გრძნობენ თავს ორ დღეში ჩემი ქორწილია. მე კი მათსავით ბედნიერი ვერ ვიქნები. თავი გავაქნიე და ჰანას შევხედე რომელიც ასევე უემოციო სახით უყურებდა შეყვარებულებს. ასე როგორ შეაყვარა ნამჯუნმა თავი? ან ის იდიოტი კიდე როგორ ვერ ხვდება რომ ჰანას უყვარს ფუ ამის.
- ჰეიიი - უცბად ნაცნობი ხმა გავიგეთ ავიხედეთ და ვინ დაგვხვდა? ჯიმინი - აქ რას აკეთებთ პრინცესებო? - გვითხრა და ჩვენს შორის დაჯდა.
- ჯიმინ? ლექციაზე რატო არხარ? - შევხედე და ოდნავ გავუღიმე
- მეზარებოდა. გასეირნება გადავწყვიტე და თქვენ აღმოგაჩინეთ - საყვარლად გაიცინა რაზეც ჩვენც ჩაგვეცინა - არ მოგბეზრდათ აქ ყოფნა? წამოდით რა სადმე წავიდეთ
- სად?
- მაგალითად სადმე კაფეში დავსხდეთ და ვისაუბროდ რადგან კარგად არ გამოიყურებით - გვითხრა და თვალები ზემოთ აწია
- გველო - ჩაცინებით უთხრა ჰანამ. ჯიმინმა მყუდრო კაფეში მიგვიყვანა დავსხედით და საუბარი დავიწყეთ. ჰანამ მოუყვა თუ რატომ იყო ცუდ ხასიათზე მან კი სასწაული თბილი სიტყვებით მაშინვე მოიყვანა ხასიათზე.

ჯიმინ POV
ძალიან გამეხარდა გოგონების ნახვა. შევთავაზე კაფეში წასვლა. ბევრი ვიხალისეთ. როცა სასაუბრო თემა გამოგველია სოლარს შევხედე რომელიც ძალიან საყვარლად გამოიყურებოდა. ვაღიარებ მის მიმართ გრძნობები მაქვს თანაც აღუწერელი. სხვასთან არასდროს მიგრძვნია თავი ასე კარგად.
- სოლარ შეიძლება ხელი ჩამკიდო? - ამაზე მივხვდი რომ დაიბნა - როგორც მეგობრები - ვთქვი და გავუღიმე. ეს შანსი გამოვიყენე და ფოტო გადავიღე. შემდეგ კი ჩემს ინსტაგრამზე ავტვირთე.

Instagram

Instagram

Oops! This image does not follow our content guidelines. To continue publishing, please remove it or upload a different image.
ცეცხლი ჩემს გულში 🔥❤️ (დასრულებული)Where stories live. Discover now