უეცრად გოგონამ თავი ვეღარ შეიკავა და წონასწორობა დაკარგა. რომ არა ჰოსოკი გოგონა თავს დაარტყამდა. ჰოსოკმა არ იცოდა რა ექნა შეშინებული და ამავე დროს გაკვირვებული უყურებდა უგონოდ მყოფ სოლარს. ეს თეჰიონმაც დაინახა გაბრაზებული მივარდა ჰოსოკთან
- ჩემ დას რა ჭირს? რა გაუკეთე? - ყვირილი დაიწყო თეჰიონმა რის გამოც ყველას ყურადღება მიიქცია
- გული წაუვიდა არვიცი - თეჰიონმა ჰოსოკს გოგონა უხეშად გამოართვა ხელში აიყვანა და სწრაფი ნაბიჯებით მანქანისკენ დაიძრა. სოლარი უკანა სავარძელზე დააწვინა თან თვალები ცრემლებით ევსებოდა. სწრაფად დაჯდა საჭესთან და გაზს მთელი ძალით დააჭირა. მალე საავადმყოფოში მივიდნენ თეჰიონი დახმარებას ითხოვდა ექთნები მასთან მივიდნენ და სასწრაფოდ საკაცეზე დააწვინეს. გოგონა ერთ-ერთ ოთახში შეიყვანეს თეჰიონი კი გარეთ დარჩა არ იცის მის დას რას ჭირს. ნერვიულობს თან როგორ. რამდენიმე წუთში ექთანი გამოვიდა პალატიდან თეჰიონი კი პირდაპირ მისკენ დაიძრა
- როგორ არის ექიმო?
- ახლა კარგად არის. მაღალი სიცხე ქონდა ამიტომაც დაკარგა გონება. რამდენიმე დღიანი მკურნალობა სჭირდება.
- მადლობა შეიძლება ვნახო?
- რათქმაუნდა. - ეს იყო და თეჰიონი პირდაპირ მისი დისაკენ გაემართა. შიგნით შესულს კი ძალიან მოწყენილი და შეშინებული სოლარი დახვდა.
- თეჰიონ - ჩაცრემლიანებული თვალებით შეხედა სოლარმა. თეჰიონი კი მასთან მივიდა და ძლიერად ჩაეხუტა
- ჩემი მშიშარა გოგო ყველაფერი რიგზეა - უთხრა და თან თმაზე მოფერება დაუწყო - რატო არ თქვი ცუდად რომ იყავი?
- ...........4 დღის შემდეგ :
სოლარის POV
ოთხი დღეა თეჰიონი როგორც პატარა ბავშვს ისე მექცევა. ყველანაირი უთანხმოება მოვაგვარეთ და ახლა ძალიან კარგი ურთიერთობა გვაქვს დღეს უნივერსიტეტში მივდივარ როგორც იქნა დედა სახლში არ დაგვხვდა ალბათ კომპანიაშია. ამიტომ სახლიდან მე და თეჰიონი გავიძურწეთ ცოტა დაგვაგვიანდა მაგრამ დავიკიდეთ ლექტორმა შენიშვნა მოგვცა მაგრამ ეგეც დავიკიდეთ. პირველი ლექციის დასრულების შემდეგ ჰოსოკი შემხვდა და მომიკითხა მეც ჩვეულებრივად ვუპასუხე რომ უკვე კარგად ვიყავი და კაფეში ჩავედი სადაც ჰანა მელოდებოდა
- ეეე სადახარ ამდენ ხანს?ამ სკამზე გავხმი
- მერე დაგეძახა ნამჯუნისთვის - ჩავიცინე გველურად
- იქნებ პირველი ჰოსოკს დავუძახოთ? - მანაც არ დამაკლო ამ დროს კი ნამჯუნი მოვიდა
- ჰეი გოგოებო როგორ ხართ?
- კარგად ჯუნ შენ? - ვუთხარი და მკრთალად გავუღიმე
- კარგად დღეს კლუბში წავიდეთ არ გინდათ? - ორივეს გადმოგვხედა
- ჰმმ რატომაც არა - ორივე სიხარულით დავთანხმდით სახლში მივედი თუ არა ეგრევე გამოვიცვალე

YOU ARE READING
ცეცხლი ჩემს გულში 🔥❤️ (დასრულებული)
Action- მაგრამ მე არვარ თანახმა - ეს იყო ყველამ ჩემზე რომ გადმოიტანა ყურადღება - ხო რა? ჩემ აზრს რატომ არ კითხულობთ? არ მიყვარს ეს თქვენი ბედოვლათი შვილი - ამაზე ჰოსოკი წამოხტა ფეხზე და ძლიერად დამავლო მაჯაში ხელი - რა მიწოდე? გაიმეორე - ღრმად სუნთქვა დაი...