დილით მოსწავლეები ავტობუსთან იყვნენ შეკრებილები. ზოგს ნახევრად ფეხზე ეძინა, ზოგი ყოველ წამს ამთქნარებდა. მალე განაწილდნენ და ავტობუსიც დაიძრა ჰანა და სოლარი ერთად დასხდნენ ერთმანეთს პადრუჩკები გაუყარეს თავები დაადეს და ტკბილად ჩაეძინათ.
მისვლისთანავე სანამ გოგონებს გააღვიძებდნენ ჰოსოკმა სოლარს ჩუმად ფოტო გადაუღო და ავტობუსიდან ჩაიპარა. ჯიმინმა კი გოგონები გააღვიძა. ყველა დაბინავდა გოგონები ცალკე მოეწყვნენ ბიჭები კი ცალკე.
*გოგონებთან*
ყველა იმაზე ზრუნავდა თუ სად და როგორ დაეწყოთ ნივთები გარდა ენისა. ის სოლარს უყურებდა და ფიქრობდა ეთქვა თუ არა მისთვის რაც გულში ქონდა. ბევრი ყოყმანის შემდეგ მასთან მივიდა და გვერდით დაუჯდა.
- სოლარ რაღაც მინდა გითხრა
- გისმენ
- ალბათ შეამჩნევდი რომ ჯიმინი ძალიან შემიყვარდა...........მხოლოდ მინდა გთხოვო რომ მას გული არ ატკინო. შეიძლება არ დაშორდე მაგრამ გულს ნუ ატკენს მას მართლა ძალიან უყვარხარ. სენ არგინდა ჰოსოკი ცუდად ნახო, ასევე არ მინდა მე ჯიმინი ცუდ დღეში ვნახო გთხოვ
- ენი მე......მე ისედაც მასთან დაშორებას ვაპირებდი - ეს თქვა თუ არა სოლარმა გოგონა ვეღარ მიხვდა რა პასუხი უნდა გაეცა მისთვის უსიტყვოდ ადგა და ჰაერზე გავიდა.შეძლებს ოდესმე რომ სოლარზე მეტად შეაყვაროს ჯიმინს თავი?
საღამო
საღამოს გადაწყვიტეს ბუნებაში კოცონი დაენთოთ ბავშვებს საქმეები გაუნაწილეს. ყველა თავის საქმეზე წავიდა. სოლარს ფიჩხების მოტანა დაევალა. ძალიან ღრმად შევიდა ტყეში ისე რომ ვერც კი მიხვდა უკან როგორ უნდა დაბრუნებულიყო. ბევრი იარა და იმის მაგივრად რომ უკან დაბრუნების გზა შემცირებულიყო უფრო გაიზარდა. გოგონას გარშემო არაფერი ეცნობოდა. ნელ-ნელა ბნელდებოდა სოლარი კი უფრო შიშში ვარდებოდა.
YOU ARE READING
ცეცხლი ჩემს გულში 🔥❤️ (დასრულებული)
Action- მაგრამ მე არვარ თანახმა - ეს იყო ყველამ ჩემზე რომ გადმოიტანა ყურადღება - ხო რა? ჩემ აზრს რატომ არ კითხულობთ? არ მიყვარს ეს თქვენი ბედოვლათი შვილი - ამაზე ჰოსოკი წამოხტა ფეხზე და ძლიერად დამავლო მაჯაში ხელი - რა მიწოდე? გაიმეორე - ღრმად სუნთქვა დაი...