საავადმყოფოდან გამომწერეს. ახლა რამდენიმე დღე დარჩა ჩემს ქორწილამდე. ჰოსოკმა შემომთავაზა რომ მხოლოდ ერთი წელი ვიქნებით ცოლ-ქმარი შემდეგ კი გავშორდებით და ჩვენს გზაზე წავალთ. ასევე ორივეს შეგვეძლება გვქონდეს სხვასთან ურთიერთობა. ეს იდეა ძალიან მომეწონა ამიტომ დავთანხმდი. დღეს ძალიან ადრე გამეღვიძა. მოვწესრიგდი სპორტულები ჩავიცვი და ქვემოთ ჩავედი სადაც რატომღაც არავინ დამხვდა. ფორთოხლის წვენი დავისხი ომლეტი გავიკეთე და საუზმობას შევუდექი შუა ჭამაში კი ოთახში დედა და ჰოსოკი შემოვიდნენ რის გამოც წვენი კინაღამ გადამცდა. ჰოსოკი ღიმილით წამოვიდა ჩემსკენ და ჩემი ომლეტის ნაწილი შეჭამა. მე კიდე პირ დაღებული ვუყურებდი.
- სოლარ დღეს საყიდლებზე მივდივართ - ღიმილი არ შორდებოდა. მართლა რა დებილივით იცინის.
- რატო? - ჯერ კიდევ გაურკვევლობაში მყოფმა ვიკითხე ახლა დედამ მიპასუხა
- ქორწილისთვის ძვირფასო
- აა კარგი - ყალბი ღიმილით ვთქვი და ოთახში ავედი. რაიყო ახლა საერთოდ ეს? ცირკი? შოუ? რაც არუნდა ყოფილიყო დამაჯერებელი იყო მგონი. ამოვიხვნეშე და გარდერობში შევძვერი თხელი ნაზი კაბა ჩავიცვი და ისევ ქვემოთ დავბრუნდი. მანქანაში ჩავსხედით მე და ჰოსოკი და გზას გავუდექით. თავიდან არცერთი ვიღებდით ხმას სანამ ჰოსოკმა არ შემომხედა და მანვე არ დაარღვია სიჩუმე
- აბა როგორი მსახიობი ვარ? - ამაზე ჩავიცინე
- გადასარევი ნამდვილი კლოუნი ხარ - ვუთხარი და ენა გამოვუყავი - კიდევ ერთხელ შეჭამ ჩემს საჭმელს და მიგახრჩობ - ვუთხარი რაზეც ჩაიცინა. მალე მივედით დიდ სავაჭრო ცენტრში პირდაპირ საქორწინო კაბებისაკენ გავეშურეთ. ბევრი არ მიფიქრია პირველი რაც მომხვდა ხელში ის ავიღე.
- წავედით ჰოსოკ - ვუთხარი და გავეშურე სანამ ჰოსოკმა არ მომაბრუნა
- დაიცა ჯერ არ დაგვისრულებია - რაღაცნაირად ჩაიცინა
- რა დაგვრჩა?
- თეთრეული, შენთვის ლამაზი და მიმზიდველი საცვლები - სიცილით მითხრა მე კი მხარში გემრიელად ვუთავაზე
- წამოდი
- არა ჯერ საცვლები ვიყიდოთ
- იცი რომ შენთან არაფერი არ მექნება - ვუთხარი და წინ გავიჭერი. ჰოსოკმა კი ისევ ჩაიცინა. რა აცინებს? სულელი.
მანქანაში ჩავჯექი და დაველოდე ჰოსოკი როდის მოვიდოდა. რამდენიმე წუთში ღიმილით ჩაჯდა მანქანაში და რაღაც ყუთი უკანა სავარძელზე გადადო. არაფერი უთქვამს უბრალოდ შემომხედა ჩაიცინა და მანქანა დაქოქა. სახლში მისულს ძალიან დაღლილი ვიყავი ამიტომ პირდაპირ ჩემს ფუმფულა და თბილ ლოგინში ჩავწექი და სიზმრების სამყაროში გადავეშვი.
YOU ARE READING
ცეცხლი ჩემს გულში 🔥❤️ (დასრულებული)
Action- მაგრამ მე არვარ თანახმა - ეს იყო ყველამ ჩემზე რომ გადმოიტანა ყურადღება - ხო რა? ჩემ აზრს რატომ არ კითხულობთ? არ მიყვარს ეს თქვენი ბედოვლათი შვილი - ამაზე ჰოსოკი წამოხტა ფეხზე და ძლიერად დამავლო მაჯაში ხელი - რა მიწოდე? გაიმეორე - ღრმად სუნთქვა დაი...